“ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის დანერგვა და მხარდაჭერა”

29 ნოემბერი 2021, 17:16 12862 ნახვა

“ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის დანერგვა და მხარდაჭერა”

# კონტაქტი

გასულ წელს საქართველოში სახელმწიფოსაგან აღიარებული „ახალგაზრდული მუშაკის“ მოსამზადებელი პროგრამა შეიქმნა, რომელმაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაცია გაიარა. აღნიშნული პროგრამა არაფორმალური განათლების გზით პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკების გადამზადებაზე და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზეა ორიენტირებული.

სამი დღის წინ, 26 ნოემბერს , ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით, „ახალგაზრდული მუშაკების“ პირველი ეროვნული ფორუმი გაიმართა , სადაც წლის საუკეთესო ახალგაზრდული მუშაკები დააჯილდოვეს.ფორუმის მეორე ნაწილი დაეთმო საქართველოში ახალგაზრდული საქმიანობის ფარგლებში კარგი პრაქტიკის გაზიარებას და ახალგაზრდული მუშაკების საჭიროებების კვლევის პრეზენტაციას.

დღევანდელი, 29 ნოემბრის გადაცემაში, „ახალგაზრდული მუშაკის“ პროფესიაზე და მის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუმრები იყვნენ: დეა აბულაძე-ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის დანერგვისა და მხარდაჭერის მიმართულების ხელმძღვანელი და გიორგი ბოლქვაძე- წლის საუკეთესო ახალგაზრდული მუშაკი აჭარიდან.