პროექტები ახალგაზრდების მხარდასაჭერად

11 ნოემბერი 2021, 17:10 978 ნახვა

პროექტები ახალგაზრდების მხარდასაჭერად

# კონტაქტი

ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ სხვადასხვა პროექტს ეთმობა.

დღევანდელი, 11 ნოემბრის გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ  თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის  პროექტზე „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ინსტიტუციური გაძლიერება“. პროექტის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობადობის გაზრდა და შუახევის მუნიციპალიტეტის სამი თემის ჭვანის, ბარათაულის და წყალსაყარის 24 სოფლის ახალგაზრდებისთვის ალტერნატიული განათლების ხელმისაწვდომობა.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ წარმომადგენელი ელზა ლემსაძე.

„კონტაქტის „ მეორე ნაწილი დაეთმო ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის პროექტს „ახალგაზრდული ვარსკვლავი-2021“.

პროექტის მიზანზე, განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე- სატელეფონო ჩართვაში ისაუბრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსმა, ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატა ხინკილაძემ .