ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ,,მონაწილეობითი ბიუჯეტი - 2021“

23 სექტემბერი 2021, 17:15 11958 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ,,მონაწილეობითი ბიუჯეტი - 2021“

# კონტაქტი

ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ საზოგადოებისთვის აქტუალურ პროგრამას ან პროექტს ეთმობა.

დღევანდელი, 23 სექტემბრის გადაცემაში ვისაუბრეთ პროგრამაზე ,,მონაწილეობითი ბიუჯეტი - 2021“, რომელიც ქედაში ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერიის, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” და „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების” ძალისხმევით. აღნიშნული პროგრამის მიზანია ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდა და ბიუჯეტის მართვის გამჭვირვალობა.კენჭისყრით გამოვლინდა 81 გამარჯვებული იდეა და მათი განხორციელება მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება. „კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე ასლან ჭანიძე.

ტელეფონით გვერთვებოდნენ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ჯემალ ტაკიძე და ერთ-ერთი გამარჯვებული იდეის ავტორი ედო ბოლქვაძე.