დილის რადიო

დილის რადიო

 

     საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს დილის საინფორმაციო-შემეცნებითი და გასართობი გადაცემაა, რომელიც ეთერში ყოველ სამუშაო დღეს, 08:30-დან 10:00 საათამდე გადის. 

      გადაცემის მიზანია მსმენელს დღის დასაწყისშივე მიაწოდოს საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გააცნოს მიმდინარე მოვლენები, აქტუალური საზოგადოებრივი საკითხები, საინტერესო ამბები და სიახლეები როგორც რეგიონული და ეროვნული, ისე საერთაშორისო დღის წესრიგიდან. „დილის რადიო“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საინტერესო ადამიანებსა და მოვლენებს. 

      გადაცემის მრავალფეროვან შინაარსს ქმნის თემატური რუბრიკები, სტუმრებთან საუბრები, ინტერვიუები, შემეცნებითი და გასართობი თემები, ასევე მუსიკა. ეს არის სივრცე ინფორმაციისთვის, საინტერესო საუბრებისა და პოზიტიური განწყობისთვის, რომელიც მსმენელს დღის აქტუალურ მოვლენებში გარკვევასა და დილის საინტერესოდ დაწყებაში ეხმარება.

პროდიუსერი:  მინიკო ბერიძე
გადაცემის წამყვანები: თეონა ზედანია და ილია შავიშვილი

 

გადაცემის არქივი