გადაცემაში შემოგვყავს დიდებული, ბრწყინვალე, სხვადასხვა ემოციით გაჯერებული, საუნდის განუმეორებელი ლანდშაფტებით გამორჩეული Boards of Canada. ჯგუფი, რომელმაც ელექტრონულ მუსიკის ჰუმანიზაცია, გაადამიანურება შეძლო და ამ ადამიანურში ემოციური სიღრმეების უდიდესი შრეეები ჩადო.