
როდესაც ისმენ მელოდიას ფრანგი კომპოზიტორის, ჟაკ ოფენბახის ოპერეტიდან "ორფეოსი ჯოჯოხეთში ჩადის", თვალწინ აუცილებლად წარმოგიდგება ყველაფერი, რაც გინახავს, მოგისმენია ან წაგიკითხავს კანკანის ცეკვის შესახებ. პარიზი, ტულუზ-ლოტრეკის კანკანის მოცეკვავეები მაღლა აქნეული ფეხებით, ფერადი საცვლებითა და მაღალყელიანი წინდებით... და, ყველა ამ წარმოდგენას აერთიანებს ერთი მაგიური სიტყვა მულენ რუჟი.