
ეს არის სპეციალური ეთერი, რომელიც ეძღვნება Rolling Stone-ის ვერსიით 2025 წლის 100 საუკეთესო სიმღერას. სიას, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად ბუდოვანი და საინტერესო გახდა საზღვრები თანამედროვე მუსიკაში — სად მთავრდება პოპი და იწყება ანდერგრაუნდი, სად იკვეთება ჰიპ-ჰოპი, როკი, ინდი და ელექტრონიკა, და რატომ აღარ აქვს ჯანრობრივ დიფერენციაციას არსებითი მნიშვნელობა. ზოგადად კი, 2025-ი იყო ხმაურიანი, მგზნებარე, ემოციური და ძალიან ცოცხალი წელი.
დღეს 60-დან 50-ე ადგილამდე მყოფ სიმღერებს მოვუსმენთ — ტრეკებს, რომლებიც შესაძლოა არაა წლის ყველაზე ხმამაღალი ჰიტები, მაგრამ ზუსტად იმ სივრცეში არსებობენ, სადაც მუსიკა, ფონი კი არა - ამბავი, განწყობა და მოგონებაა.
თითოეულ მათგანს მოკლე ისტორიით გაგაცნობთ. ასე რომ… მოუმატეთ ხმას. დაივიწყეთ ყველაფერი დანარჩენი. იწყება FM ფანტაზიების კიდევ ერთი მუსიკალური მოგზაურობა — 2025 წლის საუკეთესო 100 სიმღერის სიაში. ვიწყებთ 60-ე ადგილიდან.
60 | Doechii, ‘Anxiety’
59 | Lambrini Girls, ‘Cuntology 101’
58 | Obongjayar feat. Little Simz, ‘Talk Olympics’
57 | 2hollis, ‘Nice’
56 | Lil Tecca, ‘Dark Thoughts’
55 | Fuerza Régida, ‘Marlboro Rojo’
54 | The Beths, ‘Straight Line Was a Lie’
53 | Florence + the Machine, ‘One of the Greats’
52 | Moliy and Silent Addy feat. Shenseea and Skillibeng, ‘Shake It to the Max (Fly) (Remix)’
51 | Big Thief, ‘Incomprehensible’