
ეს “ფმ ფანტაზიების” სპეციალური ეთერია — 2025 წლის 100 საუკეთესო სიმღერა. ზოგი რადიოეთერებსა და კლუბებში დაკანონდა… ზოგმაც სუპერვარსკვლავისგან თუ სრულიად უცნობი შემსრულებლისგან, თითქოს ანდერგრაუნდიდან ამოხეთქა — ხმაურით, სიგიჟით, პროტესტით, ყოველგვარი პიარ-მარკეტინგული წესების უგულებელყოფით.
კულტურული თვალსაზრისით, 2025 არ იყო მშვიდი. იყო ხმაურიანი. დაუმორჩილებელი. და ბოლომდე არაპროგნოზირებადი. ეს იყო საზღვრების წაშლის წელი: ჟანრები ერთმანეთში აირია. პოპმა გარისკა. რეპი გამკაცრდა. როკი დაბრუნდა. და საცეკვაო მუსიკამ ყველას გაახსენა — სხეული მოძრაობისთვისაა შექმნილი.
ეს იყო ვნებიანი მუსიკის წელი, გატეხილ გულებზე და დაუვიწყარ ღამეებზე. ხმაურზე და სიჩუმეზე. ამ ნაკრებშიც ზოგი ტრეკი ჩურჩულით გველაპარაკება. ზოგიც გვიყვირის. მაგრამ ყველა… გვიტოვებს კვალს.
ასე რომ — მოუმატეთ ხმას. დაივიწყეთ ყველაფერი დანარჩენი. და მოემზადეთ. ლეგენდები და ახალბედები ერთ პლეილისტში. მოგზაურობა 2025-ის ას საუკეთესო სიმღერაში ამჯერად 74-ე პოზიციიდან იწყება.
74 | Skrilla feat. Lil Yachty, ‘Rich Sinners’
73 | BigXthaPlug feat. Bailey Zimmerman, ‘All the Way’
72 | Hotline TNT, ‘Julia’s War’
71 | Netón Vega and Peso Pluma, ‘Morena’
70 | Samia, ‘Bovine Excision’