
ამინდის პროგნოზით კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება
#დღეს აღინიშნება მეცნიერებისა და ჰუმანიზმის საერთაშორისო დღე, იგივე დარვინის დღე #12 თებერვალი საქორწინო სააგენტოების საერთაშორისო დღეა. #დღეს 91 წლის გახდა ქართული ჯაზის ლეგენდა გიული ჩოხელი #12 თებერვლით სხვა არაერთი საინტერესო ფაქტი და მოვლენაა დათარიღებული . მათ შესახებაც ვისაუბრებთ
#14 თებერვალს ბათუმი შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში GFC-ის წლის პირველ ღონისძიებას უმასპინძლებს.
45 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი მებრძოლი შოთა ბეთლემიძე რუსლან ნაჟმუდინოვს დაუპირისპირდება.
#დილის რადიოს სტუმარი: შოთა ბეთლემიძე - MMA-ს მებრძოლი
#გქონიათ შემთხვევა, როცა ზამთარში თქვენი თმის სტრუქტურა არ მოგწონებიათ? ამ დროს ბევრ რამეზე ფიქრობს ადამიანი და ეძებს პასუხს. როგორ მოვუაროთ თმას ისე, რომ სიცივემ არ დააზიანოს? ამ საკითხთან დაკავშირებით რჩევებს #ქეთი ზოსიძის სიუჟეტიდან გაიგებთ.
#საქართველოში საქორწინო ხელშეკრულებაზე საუბარი ხშირად სიყვარულის ეჭვქვეშ დაყენებად აღიქმება.
საქორწინო ხელშეკრულების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ანო ცისკარიძის სიუჟეტში იურისტ ანა რომანაძეს მოუსმენთ
(ჩართვა ტელევიზიაში) # წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის სამხატვრო წრის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება დღეს 18 საათზე ბათუმის სამედიცინო აკადემიაში
#დილის რადიოს სტუმრები:
ხატვის წრის ხელმძღვანელი, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა შიო პაიჭაძე, სტუდიაში გამოფენის მონაწილე გუკა სურგულაძესთან ერთად გვეწვევა
რატი რატიანის რუბრიკა „დაუსრულებელი პლეილისტი“ დღეს ეთმობა ვინსი ჯონსის ჰიტს, რომელსაც 13 წელი შეუსრულდა და მონატრებულ ზაფხულის ტალღებს ნამდვილად გაგახსენებთ.
სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად
გადაცემის მიწურულს კი კობა ფარტენაძისგან დღევანდელი და მომდევნო დღეების ამინდის უტყუარ პროგნოზს გავიგებთ