
ამინდის პროგნოზს კობა ფარტენაძისგან გავიგებთ
10 თებერვლით დათარიღებული მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტების შესახებ მოგიყვებით
სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება სტუდიაში
#სალომე ბეჟანიძის რუბრიკაში „ მარსელ პრუსტის კითხვარი“ თქვენ გაიცნობთ და პირველად მოუსმენთ ამ რუბრიკის ( და არამხოლოდ) ხმის რეჟისორს, გიორგი ფირცხალაიშვილს . გიორგი განათლებით ეკონომისტია, რომელმაც პროფესიული გზა ხმას, სიჩუმეს და დეტალებს დაუკავშირა. თავად მისი ხმა რადიოში არ ჟღერს და თითქოს ჩრდილში ან კულისებში მუშაობს, თუმცა მის გარეშე ბევრი გადაცემა, სიტყვა, მელოდია მსმენელამდე ვერ მიაღწევს სრულყოფილად.
# ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისა და მხატვრის, მაია გერსამიას მრავალწლიანი შემოქმედებითი გზა ახალ ნამუშევრებში აისახა. გამოფენა „პარიზული ვოიაჟი“ დამთვალიერებელს მხატვრის პარიზული შთაბეჭდილებების სამყაროში ამოგზაურებს და მისი ხელწერის განსხვავებულ მხარეს აჩვენებს.#ანო ცისკარიძოს სიუჟეტი დილის რადიოში
#თანამედროვე ჯაზის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი შემოქმედებითი დილოგი ამ თემას ეთმობა სამშაბათის ტრადიციული რუბრიკა „გიორგი ლორიას „არტფაილი“
#ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, სულიკო გიორგაძის ხსოვნის საღამო
#დილის რადიოს სტუმრები:
ნატო ორაგველიძე-ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის დირექტორი
ერეკლე გურგენიძე-საოპერო მომღერალი,რომელიც მშობლიურ სამუსიკო სკოლას პედაგოგად დაუბრუნდა
#ბედნიერება, ეს არის გრძნობა, რომელიც ყველა ადამინს ერთხელ მაინც განუცდია. რას ნიშნავს და როგორ აფასებენ ადამიანები ბედნიერებას - #ქეთი ზოსიძის ქუჩის გამოკითხვიდან გაიგებთ,
სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად
ამინდის პროგნოზი