
23 აპრილი .2024 წელი
გადაცემის სრული ჩანაწერი
მისალმება გადაცემის ანონსი
ამინდის პროგნოზს კობა ფარტენაძე გაგვაცნობს
23 აპრილით დათარიღებულ საინტერესო გაქტებსა და მოვლენებზე ვისაუბრებთ
გავიგებთ სპორტის სიახლეებს სეო წილოსანთან ერთად # ახალქალაქმა კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, სადაც წარმატებით იასპარესეს ვაჟა თურმანიძის აკადემიის სპორტსმენებმაც. როგორ ჩაიარა შეჯიბრებამ და როგორია მზადება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ?
#დილის რადიოს სტუმრები : ვაჟა თურმანიძე - აკადემიის დამფუძნებელი და მთავარი მწვრთნელი ლიზი ჯაიანი და ნიკოლოზ მგელაძე - საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონები #
#დღეს სამშაბათია და ტრადივიულად დილის რადიოს ეთერში მოისმენთ სალომე ბეჟანიძის რუბრიკას „მარსელ პრუსტის კითხვარი“ #რუბრიკის სტუმარია ფოტოგრაფი და სტარტაპერი ედო მჟავანაძე
#მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბი , რომელიც ბათუმის სხვადასხვა სკოლის წიგნის მოყვარულებს აერთიანებს.
#დილის რადიოს სტუმრები : მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბის წევრები - მესამე სკოლის მოსწავლე ანა დევაძე და მე-15 სკოლის მოსწავლე ანა მახარაძე
#გიორგი_ლორიას რუბრიკა „Art-ფაილი“ დღეს ეთმობა ბარბარე ჯორჯაძეს, ქართველ მწერალ ქალს, რომელიც ქალთა განათლების იდეით გამოდიოდა, თანასწორობას ქადაგებდა, წერა-კითხვის სწავლების საკუთარ მეთოდოლოგიაც შეიმუშავა და პირველი ქართული კულინარიული წიგნის ავტორიც იყო
#რუბრიკა -რადიო აჭარის ოქროს ფონდი დღეს მსახიობ ბიძინა მიქაუტაძეს დაეთმობა. ბათუმელებს და არა მარტო მათ , თეატრის მოყვარულთ, ცხადია , კარგად ახსოვთ, უდავოდ ნიჭიერი პიროვნება, რომელმაც ათობით როლი შეასრულა თეატრის სცენაზე. დღეს მას 65 წელი შეუსრულდებოდა დღეს მოისმენთ უილიამ შექსპირის სონეტს ბიძინა მიქაუტაძის კითხვით.
#ღია კარის დღე კოლეჯში "ახალი ტალღა'. #საგაზაფხულო რეგისტრაცია პროფესიულ პროგრამებზე -ამ თემაზე სასაუბროდ
#დილის რადიოს სტუმარი: ირმა მეგრელიძე-კოლეჯის „ახალი ტალღა“ დირექტორი
სპორტის სიახლეები
ამინდის პროგნოზი