დილის რადიო

27 მარტი 2024 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი 

დღეს 27 მარტია სხვა მოცემულობაში გაიღვიძა დღეს საქართველომ. საოცარი ემოციებით დატვირთული ღამე გაატარეს არა მარტო ფეხბურთის გულშემატკივრებმა, დიდმა და პატარამ , მთელმა ქვეყანამ იზეიმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატის საგზური. ეს ისტორიაში პირველად მოხდა . ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს 18 ივლისს ჩაატარებს .   

 #  დღეს თეატრის საერთაშორისო დღეა . ეს არის არა უბრალოდ სცენის მუშაკთა პროფესიული ზეიმი, არამედ მილიონობით მაყურებლის დღესასწაულიც. დღევანდელ დღეს გილოცავთ

27 მარტის დილის გადაცემის ანონსი

ამინდის პროგნოზით კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება 

#იმ ფაქტებსა და მოვლენებს შევეხებით, რომელთაც 27 მარტი აერთიანებთ

#სეო წილოსანი სპორტის სიახლეებით შემოგვიერთდება და .რა თქმა უნდა, ისტორიულ მატჩზე ისაუბრებს , რომელზეც საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

#რომელ ასაკში რამდენი საათი უნდა ეძინოს ბავშვს -ამ თემას დაეთმობა დღეს თამთა სულაბერიძის რუბრიკა „პროფესია -მშობელი’’

#რუბრიკის სტუმარია ბავშვთა ნევროლოგი მაია ბერიძე 

#თეატრის საერთაშორისო დღე და ამ თარიღისადმი მიძღვნილი საღამო ბთუმში

#დილის რადიოს სტუმარი: აჭარის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე ნოდარ იაკობაძე 

#დღეს ბათუმის დრამატულ თეატრში ქართველი დრამატურგის, მწერლისა და ჟურნალისტის ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

#დილის რადიოს სტუმარი : დიმიტრი ხვთისიაშვილი-საღამოს ინსცენირების ავტორი, თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი . (სატელეფონო ჩართვა)

#რუბრიკაში „ რადიო აჭარის ოქროს ფონდი ‘’ მოვისმენთ ფრაგმენტს შოშია ჩხაიძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლიდან „ხიდი „ მონაწილეობენ საქართველოს სახალხო არტისტები ედიშერ მაღალაშვილი და ნინო საკანდელ;იძე. ჩანაწერი გაკეთებულია 1987 წელს, ბათუმის თეატრის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე.

#„როცა გადაუღებლად წვიმს“   29 მარტს ბათუმის დრამატულ თეატრის მცირე სცენაზე მორიგი პრემიერა გაიმართება

დილის რადიოს სტუმარი : მალხაზ ასლამაზაშვილი -სპექტაკლის რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი

სპორტის სიახლეები-სეო

ამინდის პროგნოზი 

გადაცემის არქივი