დილის რადიო

10 იანვარი 2024 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი 

მისალმება, გადაცემის ანონსი

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან 

არა ერთი საინტერესო ფაქტი და მოვლენა თარიღდება 10 იანვრით  დღეს ჯანსუღ კახიძის დაბადების დღეა 

1 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც მძღოლი ვალდებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, გზის კონკრეტულ მონაკვეთებზე მხოლოდ ზამთრის საბურავების საშუალებით გადაადგილდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქალაქე დაჯარიმდება 100 ლარით და პარალელურად მართვის მოწმობის ქულები 5-ით შეუმცირდება.

#ზამთრის საბურავების ისტორიასა და თანამედროვე ტექნოლოგიებით მიღებულ უნიკალურ მახასიათებლებზე მოგიყვებით რუბრიკაში „ საჭესთან მოსასმენი ამბები“ 

დღევანდელ გადაცემაში იმ პროგრამებზე ვისაუბრებთ , რომლებსაც ბათუმის მერია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით ახორციელებს 

#დილის რადიოს სტუმარი: მარინა რუხაძე - ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პოლიტიკის განყოფილების უფროსი

რა უნდა ვიცოდეთ , თუ ბავშვის ზამთრის კურორტზე წაყვანას გადავწყვეტთ ? ამ თემას დაეთმობა დღეს თამთა სულაბერიძის რუბრიკა „ პროფესია მშობელი“ . რუბრიკის სტუმარია, პედიატრი მანონი ბოლქვაძე

 დღეს სტუდიაში გვეწვევა კესარია ალელიშვილი-14 წლის მევიოლინე, რომელიც ბათუმის მერიამ კულტურის სფეროში 2023 წლის წარმატებული ხელოვანების დაჯილდოების ღონისძიებაზე ნომინაციაში „ წლის დებიუტანტი “ გამარჯვებულად დაასახელა . ჩვენი სტუდიის სტუმარი იქნება ასევე ნატო ორაგველიძე -ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის დირექტორი 17 

რადიო აჭარის ოქროს ფონდიდან დღეს ვასო გოძიაშვილის ხმის ჩანაწერს შემოგთავაზებთ ,ჩანაწერი გაკეთებულია 1976 წელს ბათუმში ,მსახიობის საიუბილეო საღამოზე

ამინდის პროგნოზი 

გადაცემის არქივი