
19 დეკემბერი 2023 წელი
გადაცემის სრული ჩანაწერი
მისალმება, გადაცემის ანონსი
ამინდის პროგნოზი
19 დეკემბრით დათარიღებულ საინტერესო ფაქტებს და მოვლენებს გაგაცნობთ.
სპორტის სიახლეებით ტრადიციულად სეო წილოსანი შემოგვიერთდება
დასრულდა ,,ქუჩის კალათბურთის " ტურნირი , რომელშიც ბათუმის 14 ადმინისტრაციული ერთეულის 300-მდე მონაწილე იყო ჩართული.პროექტი ქალაქ ბათუმის მერიის და სპორტული ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. როგორ ჩაიარა პროექტმა და როგორია სამომავლო მიზნები ?
დილის რადიოს სტუმრები: ნიკოლოზ კიკვაძე - პროექტის ავტორი და ორგანიზატორი ზურაბ ფუტკარაძე - ტურნირის გამარჯვებული
"რადიო აჭარის" ოქროს ფონდის გაციფრულება- ამ თემას ეთმობა დღეს ანა გოგოტიძის რუბრიკა „ალგორითმი“
რუბრიკის სტუმარი: ხათუნა ბერიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოსა და ტელევიზიის აუდიოფონდის ფონოთეკარი.
რადიო აჭარის ოქროს ფონდიდან დღეს ნოდარ დუმბაძის ხმის ჩანაწერს შემოგთავაზებთ
“ საუკუნის მეოთხედი” 19 დეკემბერს აჭარის ხელოვნების მუზეუმი დაარსებიდან 25 წლის საიუბილეო საღამოზე გეპატიჟებათ
დილის რადიოს სტუმრები-თეონა ზოიძე - აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი და რატი ჩიბურდანიძე-ხელოვნებათმცოდნე
„ სიყვარული უთქმელი’- სიმღერის პრემიერა დილის რადიოს ეთერში დილის რადიოს სტუმარი გიორგი ნადიბაიძე -მომღერალი
დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იქნება ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის „ჰანგები“ ხელმძღვანელი ეთერ დარჩიძე, რომელმაც წლის განმავლობაში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისთვის ორი ჯილდო მიიღო : "წლის ქართული ფოლკლორის შემოქმედი" და " ქართული ფოლკლორის ამაგდარი"
რუბრიკა „კინომუსიკა“ დაეთმობა სტივენ სპილბერგის ეპიკურ დრამას „ შინდლერის სია“ , ფილმი ეძღვნება გერმანელ ინდუსტრიალისტს ოსკარ შინდლერს, რომელმაც ათასზე მეტი ებრაელი ჰოლოკოსტისგან იხსნა. ეს ისტორია დღემდე ადამიანური სიკეთისა და უანგარობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. დღეს სტივენ სპილბერგის დაბადების დღეა
ამინდის პროგნოზი