
30 მარტი 2023 წელი
გადაცემის სრული ჩანაწერი
ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ
დღის ჰოროსკოპი, ვალუტის კურსი,
დღის კალენდარი,
რატი რატიანის რუბრიკა „დაუსრულებელი ფლეილისტი“ დღეს ეთმობა „Pink Turns Blue“ -ს , რომელმაც “ Orden Records“-ის მეშვეობით გამოუშვა თავისი ახალი ალბომი „Tainted“ (ბინძური),ასევეწარადგინა თავისი ახალი ვიდეო “‘Not Even Trying‘”(არც კი ვცდილობთ) - გლოვა მომაკვდავ პლანეტაზე. ჯგუფი „Pink Turns Blue“ 9 აპრილს პირველად ეწვევა თბილისს.
საგრანტო კონკურსი: "შესაძლებლობები სოციალური საწარმოებისთვის|" სოციალური მეწარმეობა უკანასკნელ წლებში სულ უფრო და უფრო მზარდ ინტერესს იწვევს მრავალ ქვეყანაში, არც საქართველოა ამ მხრივ გამონაკლისი . ცალსახაა, რომ მეწარმის იდეა ყოველთვის უნდა იყოს დაკავშირებული სოციალურ ღირებულებებთან და პრობლემებთან. შეიძლება ითქვას, რომ სოციალური მეწარმეობა საზოგადოებრივი პრობლემების გადაწყვეტის ახლებური მეთოდია, რომლის შედეგებიც გრძელვადიანი და მდგრადია.
დილის რადიოს სტუმარი: ანა ილურიძე-საქართველოს სტრატეგიული განვითარების და კვლევების ცენტრის წარმომადგენელი, სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის გრანტების და პორტფელის მენეჯერი (სატელეფონო)