
გასული საუკუნის 90იანების შუა წლებში ქართულ ანდერგრაუნდში არსებობდა ჯგუფი Steel Hail - ის თბილისელმა, როკ მუსიკით გატაცებულმა 15-16 წლის ახალგაზრდებმა ნიკა ანდღულაძემ (გიტარა) და ზურა კიკნაძემ (რომელიც იმ ჟამად კლასიკურ გიტარას ეუფლებოდა, მაგრამ საჭიროებიდან გამომდინარე ბას გიტარა აიღო ხელში) ჩამოაყალიბეს. დასარტყამ ინსტრუმენტზე პირველ ეტაპზე მათ ბესო სარალიძე, ხოლო შემდეგ ნიკას კლასელი კოტე გოშაძე შეუერთდათ.
ბიჭების სურვილი თავიდანვე, საავტორო მუსიკაზე მუშაობა იყო და 1995 წლისთვის ჩაიწერეს კიდეც პირველი სამი სიმღერა მარჯანიშვილის თეატრში განთავსებულ ხმისჩამწერ სტუდიაში,ხმის ინჟინერ გენა მამედოვთან.
Steel Hail-მა 2000 წლამდე იარსება,თუმცა შეცვლილი შემადგენლობით - ოჯახური პირობების გამო ჯგუფს ჩამოსცილდა კოტე გოშაძე და ჯგუფი შეივსო იმავე პერიოდის სხვა როკ მიმართულების ჯგუფის Double Cross-ის წევრებისგან (ამ ჯგუფის დაშლის შემდეგ) - სანდრო სადაღაშვილი(გიტარა) და ნუკრი გორდაძე(დრამი).
ამ შემადგენლობით 1997 წელს სტუდია „მელოდიაში“ ჩაიწერა ცხრასიმღერიანი ალბომი Who Am I, ხოლო 1998 წელს მოზარდი მაყურებლის თეატრის სტუდიაში (პავლე კვაჭაძესთან) კიდევ ერთი სიმღერა „შენ გესმის“.
2000-ში Steel Hail-ი ნიკა ანდღულაძემ დატოვა. დარჩნილ შემადგენლობას ირაკლი ზიბზიბაძე, რაღაც ეტაპზე ლაშა თოფურია შეუერთდნენ - საბოლოოდ ეს შემადგენლობა გახდა ჯგუფ Green Mama-ს საფუძველი.
ნიკა ანდღულაძემ სოლო შემოქმედებითი სვლა განაგრძო, თუმცა იყო ამ გზაზე ჯგუფები Adrenalini, Nick’s Scales და Sons of the Sun.
ამ ექვსიოდე წლის წინ ნიკას დაებადა იდეა Steel Hail-ის ძველი რეპერტუარიდან, ზურა კიკნაძესთან ერთად გაეცოცხელებინა ორი ქართულენოვანი სიმღერა - „დრო“ და „შენ გესმის“ და ამ პროცესში ჩაერთნენ მათი შვილებიც - დავით და ალექსანდრე ანდღულაძეები და სანდრო კიკნაძე. უკვე ხორცხშესხმულმა იდეამ წარმოშვა ახალი ბენდი Genetic Intelligence, რიმლის ბირთვად ანდღულაძეები იქცნენ - ნიკა სიმღერების ავტორი და პროდიუსერი, დავითი ვოკალისტი და გიტარა და ალექსანდრე სოლო გიტარა. მათ გარდა 2020 წლიდან ჯგუფში არაერთი წარმატებული მუსიკოსი ირიცხებოდა (შემადგენლობის ცვლა ახლაც მიმდინარეობს). ასე, დღემდე ჯგუფმა Genetic Intelligence გამოაქვეყნა შვიდი საავტორო სიმღერა,რომლებიც საბოლოოდ შეიკვრება ათსიმღერიან ალბომად Are You With Me.