Posteri და ლევან სავნიძის ალბომი

Posteri 

 

ელექტრონული მუსიკით დაინტერესებამ სამი ზუგდიდელი ახალგაზრდა გააერთიანა და ახალი პროექტის Posteri-ს ჩამოყალიბებამდე მიიყვანა - თუმცა მათი ეს ჯგუფი, არა ელექტრონიკას, არამედ პოსტპანკისა და ჰიპ-ჰოპის ნაზავს ქმნის.
 დავით კვარაცხელია, მარიამ თოდუა და გიორგი ჯღარკავა თანამედროვე ქართული ენისა და დასამახსოვრებელი მელოდიების სინთეზით, როგორც თავად ამბობენ სააზროვნო მასალას აძლევენ მსმენელს და „სხვა რელაობაში“  იწვევენ.
 
 

ლევან სვანიძის ალბომი Comeblack
 

90-იანების ალტერნატიული მუსიკალური საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, ჯგუფ „წერილის“ (ყოფილი „ამორალი“) დამფუძნებელი წევრი, ბას გიტარისტი და მუსიკოსი ლევან სვანიძე ორ ათეულ წელი დამოუკიდებლად საავტორო მუსიკასაც ქმნიდა, რომლის გამოსაცემად გამზადება და გამოქვეყენება მის სიცოცხლეში ვერ მოახერხა - იგი 2023 წელს, 49 წლის ასაკში ამ ქვეყნიდან უეცარი სიკვდილით წავიდა. 
 ლევანის გარდაცვალების შემდეგ, მეგობრების და კერძოდ, მუსიკოს და პროდიუსერ კოტე კალანდაძის (რომელსაც წვდომა ქონდა ლევანის სამუშო ფაილებთან) მონდომებით შესაძლებელი გახადა ამ ნიჭიერი მუსიკოსის ნამუშევრების დარედაქტირება და გამოქვეყნება -  უკვე მესამე, ათკომპოზიციანი ალბომი Comeblack გამოიცა. 

გადაცემის არქივი