Sandro Bibich

Sandro Bibich (სანდრო კვაჭაძე)
 

სანდრო კვაჭაძე, უფრო მეტად ცნობილი სახელით სანდრო ბიბიჩ, ახალგაზრდა მუსიკოსთა თაობას წარმოადგენს. მისი მუსიკოსობა სხვა გარემოებებთან ერთად იმანაც განაპირობა, რომ სანდროს მამა ცნობილი მუსიკოსი და პროდიუსერი ბიბი კვაჭაძეა. თუმცა სანდროს არ მოუხდენია მამის გზის კოპირება - მან ბოლო ათი წლის მანძილზე ვრცელი მუსიკალური მოგზაურობის შემდეგ, საკუთარ, ორიგინალური გამოხატვის ფორმას მიაგნო - თანატოლ მეგობარ მუსიკოსებთან ერთად დაწყებულ ჯაზ და როკ ექსპერიმენტებს აკაპელა, სივრცით-მედიტაციურ მუსიკაში საინტერესო ტრანსფორმაცია მოყვა და დღეს Sandro Bibich-ას სოლოისტ შემსრულებლად ვხედავთ (თუმცა იგი ღიაა თანამშრომლობისთვის და ამას ადასტურებს მისი მონაწილეობა სხვა მუსიკოსთა სტუდიურ ნამუშევრებში). 
 
 

გადაცემის არქივი