
The Heartaches
ალტერნატიული, ინდი როკ მიმართულების ჯგუფი The Heartaches ორიოდე წლის წინ ჩამოყალიბდა - მისი წევრები 17-18 წლის თბილისელი ახალგაზრდები არიან: გიორგი მაჭავარიანი (რითმგიტარა, ვოკალი), ალექსანდრე ბაგაური (სოლო გიტარა), დაჩი შაიაშვილი (დრამი) და ნიკა ლორთქიფანიძე (დრამი). ბიჭების მიზანი თავიდანვე საავტორო მუსიკის შექმნა და დაკვრა იყო. მათ ჯგუფად გაერთიანებიდან საკმაო ხნის შემდეგ გამოაქვეყნეს სადებიუტო სინგლი Take Me Back თანმხლები ვიდეო კლიპით.
ჯგუფის მომდევნო სიმღერა Kate გასულ მარტს გამოჩნდა მუსიკლაურ პლატფორმებზე.
Divine Rhymes
Divie Rhymes დიმიტრი კვარაცხელიას ჰიპ-ჰოპ მიმართულების სოლო პროექტია, რომელიც ახალგაზრდა პოეტმა საკუთარი ლექსების მუსიკაში გადმოტანის სურვილით და იმ იმედით წამოიწყო,რომ ასე უფრო ადვილად მიიტანდა სათქმელს მსმენელთან. წარმოშობით წალენჯიხიდან, დიმიტრიმ ლექსების წერა 2023 წელს, ხოლო ეს მუსიკალური პროექტი ამ ერთი წლის წინ დაიწყო.
Divine Rhymes-ის ქართულენოვანი ტექსტი მეტწილად სოციალური, გარკვეულად საპროტესტო შინაარსისაა.