Laughing Shadows და SPID

Laughing Shadows

ამ ორიოდე წლის წინ ახალი მუსიკალური სახელი გამოჩნდა ქართულ ანდერგრაუნდ სივრცეში - საბა სურმანიძე. 25 წლის ამ მუსიკოსმა (სიმღერების ავტორი, ვოკალისტი,გიტარისტი) ჯერ სოლო პროექტი, ხოლო ერთი წლის წინ ნოემბრის დასაწყისში მეგობარ მუსიკოს თორნიკე ჭავჭანიძესთნ ერთად ახალი ჯგუფი S.V.L.A. წარგვიდგინა. საბა გასული წელს საბერძნეთში იმყოფებოდა სასწავლო პრაქტიკებზე. თუმცა როგორც გაირკვა, მუსიკისთვისაც მოიცალა იქ და კიდევ ერთი ახალი, ეს უკვე  ქართულ-ბერძნული პროეტი Laughing Shadows შექმნა ბერძენ მუსიკალურ პროდიუსერ გიორგოს ბაირაკტარისთან ერთად. დუეტმა ამ დრომდე შვიდი ცალკეული სიმღერა გამოაქვეყნა და საქართველოში კონცერტის გამართვაც მოახერხა.
 
 

S.P.I.D.

Sick People in Dreams - ეს სახელი ქართული ანდერგრაუნდ მუსიკალური საზოგადოებისთვის ახალი არაა და იგი 90-იანების მეორე ნახევრის ქართველი მუსიკოსის, სიმღერების ავტორის კოტე კალანდაძის ერთ-ერთი (პირველი) პროექტია. 
 2023 წლის დასაწყისში ეს სახელი „გააცოცხლეს“ ახალგაზრდა მუსიკოსებმა ლუკა კალანდაძემ (კოტე კალანდაძის ვაჟი) და სანდრო ბერიაშვილმა. თუმცა მათი დუეტი ჟანრობრივად მეტად განსხვავებულია ძველი S.P.I.D.-ისგან - და მიუხედავად მცირეხნიანი (სამწლიანი) არსებობისა თავად ლუკას და სანდროს მუსიკაც ეტაპების მიხედვით საკმაოდ მრავალფეროვანია: დასაწყისი იყო მძიმე პოსტპანკი, იყო ლირიული ალტერნატიული როკი მცირე ალბომში Echoes from the Town below და კვლავ საკმაოდ მძიმე ჯერ-ჯერობით ბოლო ნამუშევარი ალბომი Sick People in Dreams.

გადაცემის არქივი