
OCD - დაჩი მდივნიშვილი
დაჩი მდივნიშვილი 20 წლის მუსიკოსი, სიმღერების ავტორია თბილისიდან.
ბავშვობაში კალასიკური როკით შთაგონებულმა სახლში მამის აკუსტიკურ გიტარაზე დაკვრის სწავლა დაიწყო. ცოტა ხანში დედისგან საჩუქრად ელექტრო გიტარაც მიიღო და 2022 წელს, მეგობარ ლაშა ქამადაძესთან და ანდრია ბერიასთან ერთად ჯგუფი Stutter ჩამოაყალიბა. პანკ და გრანჟ მიმართულების საკუთარი სიმღერებით შედგენილი ორი ალბომის ჩაწერის შემდეგ დაჩი, ბავშვობიდან გამოყოლილ ჰიპ-ჰიპის მიმართ ინტერესს გაყვა და ახალი პროექტი OCD. ჩამოაყალიბა, თავდაპირველად სხვა ჯგუფიდან მოწვეული მუსიკოსების დახმარებით (ნიკა ოძელაშვილი, თემო ივანიაშვილი). დღეს-დღეისობით შემადგენლობა ასეთია: სანდრო გიგოლაშვილი, დათა ცაგარეიშვილი, ლაშა ქამადაძე, რეზი კუპატაძე და თავად დაჩი მდივნიშვილი.
Mother on Mondays – ალბომი Clear and Cold
გასული საუკუნის 90იანების ქართულ ალტერნატიულ ჯგუფზე Mother on Mondays ბევრიც თქმულა და დაწერილა - ამ ჯგუფმა დაიმკვიდრა ადგილი უახლეს თამანამედროვე ქართულ მუსიკალურ ისტორიაში მისი მნიშვნელობით.
იმ დროის ანდერგრაუნდ მუსიკალურ „კოლექტივთაგან“ Mother on Mondays ერთ-ერთი იმათთაგანია, რომელთაც მოახერხეს და იმ პერიოდში (1993 წელი) კიდევ ფუნქციურ, ერთადერთ ხმისჩამწერ სტუდიაში „მელოდია“ ჩაიწერეს ალბომი - სადებიუტო Clear and Cold. დედანი ფირის დაკარგვის გამო ეს ალბომი მრავალი წელი ვრცედებოდა სამოყვარულო აუდიო კასეტაზე გადაწერილი დაბალი ხარისხის ასლის სახით.
და აი 33 წლის შემდეგ ჯგუფის მუსიკოსმა და პროდიუსერმა ლევან ჯავახიშვილმა ხელოვნური ინტელექტის „ჩართულობით“ ეს კასეტის ჩანაწერი მიუახლოვა პირველად დედანს და გამოაქვეყნა.