
დღევანდელ ქართულ სცენაზე ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ ჯგუფებს შორის ერთ-ერთი უდავოდაა Bedford Falls -ი. მისი წევრები დათო ჯიქია, მიხო კალანდარიშვილი, გირგი მიგრიაული და სანდრო დიასამიძე უკვე თითქმის თერთმეტი წელია ერთგულობენ საყვარელს საქმეს და დროის სვლასთან ერთად შეძენილ მსმენელს. მსმენელს რომელიც იზრდება, როგორც ასაკით ასევე რიცხობრივად.
ამ წლების მანძილზე ჯგუფმა დიდი დისკოგრაფიაც დააგროვა - სიმღერები რომელთაც მსმენელი პირველივე აკორდიდანვე ყვება. მათგან ის რაოდენობა რაც ორმა ვინილის ფირფიტამ დაიტია, ჯგუფმა კრებულის სახით გამოსცა.
ამავდროულად „ბედფორდებმა“სრულიად ახალი, სრული ალბომიც ჩაიწერეს დ ა გამოაქვეუბნეს - Lazy Bones თორმეტი სიმღერისგან შედგება.