MUSH ONE და Liquid Archive.

MUSH ONE ჰიპ-ჰოპ მუსიკოსისა და პროდიუსერის თორნიკე ზურაბიანის ფსევდონიმია - ეს სახელი მან ჯერ კიდევ 15 წლისამ დაირქვა (მეტსახელი „სვანიდან“ გამომდინარე), მაშინ როდესაც ნიუ-იორკიდან საკმაოდ შორს, წყალტუბოსა თუ თეკლათის მშვიდი ყოველდღიურობის ფონზე, ჰიპ-ჰოპის რითმებით მონუსხულმა საკუთარი ტექსტების „გარეპვა“ დაიწყო და თვითნაკეთი ალბომი MIXTAPE ჩაიწერა. ამან, კონკრეტულად კი კომპოზიციაამ „ბუმ ბეფ სპინი“ პირველი მსმენელიც გაუჩინა და თბილისის ჰიპ-ჰოპ მუსიკოსების წრეშიც აპოვნინა თანამოაზრეები. დებიუტს სხვა არაერთი სოლო თუ ერთობლივი ნამუშევარი მოყვა. მოგვიანებით, საშემსრულებლო და პროდიუსერული უნარების სრულსაყოფად თორნიკემ მუსიკის თეორია და საყვირზე (და სხვა ინსტრუმენტებზე) დაკვრა შეისწავლა, რამაც საშუალება მისცა ჰიპ-ჰოპის მუსიკალურ თანხლებაში ძირითადი დეტალი „სემპლები“ თავად შეექმნა და მეტი ორიგინალურობა მიენიჭებინა ახალი სიმღერებისთვის. MUSH ONE-მა ბოლო ახალი ნამუშევარი, ალბომი „გაფრენა“ გასულ დეკემბერს გამოაქვეყნა, რომელიც 2020-2025 წლების ერთგვარი შეჯამებაა.
 
 Liquid Archive ახალი მუსიკალური ჯგუფია თბილისიდან. მას შეაგენენ:
 მუსიკოსი და პროდიუსერი ბაჩო სვანიძე, რომელსაც 2010-იანების პოპულარული დუეტიდან SvanSikh-იდან იცნობს მსმენელი, და სამხატვრო სივრციდან გამოსული ნიკიტა ანთელავასა და ნიკო თევზაძისგან, რომელთა მუსიკისადმი ინტერესმა გადაძალა და ახალ დარგში საკუთარი თავის გამოცდა გადააწყვეტინათ. სწორედ ამ ორის, სამიოდე წლის წინ დამოუკიდებლად დაწყებულმა მცდელობებმა  ჩაუყარა საფუძველი ახალ ჯგუფს, ხოლო უკვე გამოცდილ პროდიუსერთან გადაკვეთამ ამ ყველაფერს სასურველი ფორმა მისცა. ჯგუფს აქამდე მეტად მრავალფეროვანი ცალკეული სიმღერებისგან შემდგარი რეპერტუარი აქვს შექმნილი, რომელსაც ერთ კონკრეტულ ჟანრს ვერ მიაკუთვნებ.  

გადაცემის არქივი