Baski Bargeld - ჯგუფები: Landmark, lil depressed, midnite spagetti

ორიათასიანების მეორე დეკადის დასაწყისში, ახალგაზრდა ქართულ ალტერნატიულ სცენას ისეთი ჯგუფები ქმნიდნენ, როგორიცაა ZurGi, Kung Fu Junkie, Me and My Monkey, პორნო პოეზია, Mellow, LoudSpeakers..
 მათ ორიგინალურობაში არ ჩამორჩებოდა ჯგუფი Landmark, რომლის ლიდერად ბასკი (ირაკლი ასათიანი) წარმოდგა - თუმცა ეს ჯგუფი არ გახლდათ მისი ჩამოყალიბებული - იმხანად დამწყები მუსიკოსების დავით დათუნაშვილისა და დათო აბაიშვილის უკვე არსებული ჯგუფი ეძებდა ვოკალისტს და ასე მოხვდა ბასკი Landmark-ში. ამას გარდა, მისმა დაწერილმა სიმღერებმა შეადგინეს ჯგუფის რეპერტუარის ძირითადი ნაწილი.
Landmark-მა რამდენიმე წელი საკმაოდ აქტიურად იარსება - მართავდა კონცეტებს, გამოსცა ორი ალბომი Cerbear (2012) და Void(2013) და შემდეგ დაიშალა.
ბასკიმ სწავლა განაგრძო გერმანიაში და შემდეგ სარეკლამო ინდუსტრიაში დასაქმდა. ასე იოლად არ ეთმობოდა მუსიკა და მომაბეზრებელი რუტინისგან თავის დასაღწევად 2020 წელს სოლო პროექტი lil depressed წამოიწყო.
პირველი ნამუშევრები, ცალკეული სიმღერების სახით მხოლოდ 2024 წელს გამოაქვეყნა. 2025 წელს სოლო პროექტი ჯგუფად midnite spagetti-დ გარდაქმნა და მალევე ახალი სიმღერები გამოსცა. 
 
 

გადაცემის არქივი