ქართული პოეზიის საერთაშორისო გზა. პოეტური ოჯახი — სამი ხმა ერთ ანთოლოგიაში

დღევანდელი, 22 ოქტომბრის გადაცემა პოეზიას დაეთმო.

გერმანულმა გამომცემლობამ- „თაშრი პუბლიშინგმა“ (TaSree Publishing) გამოსცა " ქართული პოეზიის ანთოლოგია", რომელიც ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, წარადგინა . წიგნი ორენოვანია, ქართულ-ინგლისური და საკმაოდ მოცულობითია, გამოცემაში აჭარაში (ძირითადად, ბათუმში) მოღვაწე პოეტების შემოქმედებაა წარმოდგენილი. 

განსაკუთრებით სასიხარულოა და ამაღელვებელი ის ფაქტი, როდესაც ქართული პოეზიის საერთაშორისო გზაზე ერთი ოჯახის სამი შემოქმედი ხვდება ერთმანეთს. 

ანთოლოგიაში ერთი პოეტური ოჯახის სამი წევრია წარმოდგენილი  განსხვავებული, ინდივიდუალური ხმებით: პოეტი, ლიტერატურათმცოდნე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი  ჟუჟუნა შაინიძე,  მისი მეუღლე, ეკონომიკის დოქტორი და  პოეტი  მურმან ცეცხლაძე და მათი შვილი, ლიტერატურათმცოდნე მინდია ცეცხლაძე. 

 ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობიდან ისინი   დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. 

 დღეს "კონტაქტის"სტუდიის სტუმრები იყვნენ:

ჟუჟუნა შაინიძე და მურმან ცეცხლაძე                                              

გადაცემის არქივი