
დღევანდელ გადაცემაში შევეცადეთ, დროის სიღრმეში გვემოგზაურა და გაგვეგო, როგორ ცხოვრობდნენ, რას მიირთმევდნენ და როგორ იყენებდნენ ბუნებრივ რესურსებს ჩვენი რეგიონის უძველესი მკვიდრნი.
არქეოლოგია ხშირად გვიყვება უძველეს იარაღებზე, საცხოვრებლებზე, ნამოსახლარებსა და სამარხებზე, მაგრამ ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების გასაგებად კიდევ ბევრი ინფორმაციაა მნიშვნელოვანი.
როგორ შეიძლება ათასობით წლის წინანდელმა ჭურჭელმა საკვების შესახებ ინფორმაცია დღემდე შემოგვინახოს? რას გვიამბობს კერამიკაში დაცული ცხიმების კვალი და როგორ ეხმარება თანამედროვე მეცნიერება არქეოლოგიას წარსულის აღდგენაში?როგორ მიიღწევა კერამიკული ჭურჭლის ცხიმების ანალიზის საფუძველზე უძველესი ადამიანის კვებისა და საკვები რაციონის რეკონსტრუქცია.
სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრეთ დღეს "კონტაქტში" პროექტის ფარგკლებში , რომლის სახელწოდებაა „ნეოლითური კვების რეკონსტრუქცია ჭოროხის ხეობაში: კერამიკის ცხიმების ანალიზი და ინტერდისციპლინური მიდგომა“
პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2026 წლის ქართველოლოგიის კვლევებისათვის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
"კონტაქტის "სტუდიის სტუმარი იყო:
გურამ ჩხატარაშვილი-პროექტის ავტორ.ი, არქეოლოგ