
14 იანვარს, ქართული თეატრის აღდგენის დღეს , ბათუმის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე , 147-ე თეატრალური სეზონის პირველი პრემიერა გაიმართება.ნაჩვენები იქნება დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“. სპექტაკლის რეჟისორია გიორგი კაშია.
28 და 29 იანვარს ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე ალექსი ჩიღვინაძის დრამის - „უხერხემლო“ პრემიერა გაიმართება.სპექტაკლზე რეჟისორი გაგა გოშაძე მუშაობს.
წინასაპრემიერო განწყობაზე და მოლოდინებზე -12 იანვრის გადაცემაში ისაუბრეს:
კოტე მჟავიამ, ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორმა,
ანანო დოლიძემ, საპრემიერო სპექტაკლის "დარისპანის გასაჭირი" მხატვარმა და
გაგა გოშაძემ ,საპრემიერო სპექტაკლის "უხერხემლო" რეჟისორმა.