
ბათუმში გალერეა „ჩიგოგიძე“ ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის მიხეილ კვაჭაძის პერსონალურ გამოფენას მანსპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ფერწერული ტილოები , ლითონის ნამუშევრები და გობელენი. თემატურად მრავალფეროვანი გამოფენა მხატვრის 70 წლის იუბილეს ეძღვნება და 20 იანვრამდე გაგრძელდება.
14 იანვრის გადაცემის სტუმარი იყო ხელოვანი მიხეილ კვაჭაძე.