
2025 წლის ბოლოს გამოქვეყნდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსის შედეგები.კონკურსზე დარეგისტრირებული 53 საპროექტო განაცხადიდან დაფინანსება მოიპოვა 44 პროექტმა.
მათ შორის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის მეორე კურსის მაგისტრანტის , ნიკა მჟავანაძის პროექტმა „ კინტრიშის ხეობის უძველესი მონადირე-შემგროვებლები“ .
16 იანვრის გადაცემა ამ თემას დაეთმო.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ: ნიკა მჟავანაძე- პროექტის ხელმძღვანელი, ბსუ-ს მაგისტრანტი და გურამ ჩხატარაშვილი-პროექტის ხელმძღვანელის მენტორი , ბსუ-ს ასისტენტ-პროფესორი.