
31 იანვარს თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიმართება გამოფენა–პერფორმანსი „ძაფით მოთხრობილი საქართველო“, სადაც წარმოდგენილი იქნება აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის კურსდამთავრებულთა ნამუშევრები და ჩატარდება თექის დამუშავების მასტერკლასი.
30 იანვრის გადაცემა ამ თემას დაეთმო.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ: ელენე კურტანიძე, თანამედროვე ხელოვნების სივრცის პიარ მენეჯერი და
მზია ბუიღლიშვილი,აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის ხალხური რეწვის განყოფილების ხელმძღვანელი.