
გაზაფხულის პირველ დღეს , აჭარის ხელოვნების მუზეუმში ქალ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა "ქალი - გაზაფხულის ექსპრესია" გაიხსნა. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია აჭარასა და სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მხატვრების ნამუშევრები. გამოფენა 9 მარტის ჩათვლით გაგრძელდება .
პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და აჭარის მუზეუმის ორგანიზებით ხორციელდება.
2 მარტის გადაცემის სტუმარი იყო მხატვარი ეკა ცინცაძე.