
13 თებერვლის გადაცემა დაეთმო აჭარის ქორეოგრაფიული ხელოვნების სავიზიტო ბარათად წოდებული ცეკვის - „განდაგანა“ შექმნის ისტორიას. საქართველოს სახალხო არტისტის ენვერ ხაბაძის ქორეოგრაფიული ტილო, ბათუმის სახელმწიფო თეატრის პროფესიულ სცენაზე ,პირველად 1945 წლის თებერვალში იხილა მაყურებელმა .
2019 წელს „განდაგანას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო მირანდა ბაღდადიშვილი- ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის “ბათუმი” რეპეტიტორ- ქორეოგრაფი, პედაგოგი.