# 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა

#კონტაქტი

გარემოსდამცველების თქმით, დედამიწაზე მუდმივად მიმდინარეობს სახეობათა გადაშენება.ყოველდღიურად დაახლოებით ასამდე სახეობა იკარგება, რაც დაკავშირებულია ბუნებრივ პროცესებთან და ადამიანების ქმედებებთან. ბიომრავალფეროვნების გარეშე წარმოუდგენელია პლანეტის სიცოცხლისუნარიანობა, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

დღევანდელი, 22 მაისის გადაცემის პირველი ნაწილი დაეთმო დაცული ტერიტორიების სააგენტოს როლს ბიომრავალფეროვნების დაცვა/აღდგენასა და შენარჩუნებაში.

გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრეთ აჭარის ტყის ბიომრავალფეროვნებაზე.

„კონტაქტის“ სტუმრები იყვნენ ნატალია სულთანიშვილი,დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვის და განვითარების სამსახურის უფროსი (სატ.ჩართვა) და რევაზ ვასაძე, აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსი.

გადაცემის არქივი

ტრადიციულად, ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ სოფლის მეურნეობის სფეროს ეთმობა. დღევანდელ გადაცემაში სასათბურე სექტორის განვითარების პერსპექტივებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ვისაუბრეთ. სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, პროგრამა ითვალისწინებს სათბურების მოწყობას ფერმერთა საკარმიდამო ნაკვეთებში , ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასათბურეების მოწყობას ქობულეთის მუნიციპალიტეტში და შეღავათიანი იჯარით ფერმერებისთვის გადაცემას. როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი -ამ თემაზე სასაუბროდ ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსი ჯიმშერ დიასამიძე.

25 ივლ 2018

სისხლში ტყვიის შემცველობა მსოფლიოსთვის დღეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. როგორი ვითარებაა საქართველოში -ამ კითხვაზე პასუხს კვლევის შემდეგ მივიღებთ. კვლევა სექტემბერში დაიწყება. რატომ არის სისხლში ტყვიის შემცველობა საშიში, არსებობს თუ არა მკურნალობისა და პრევენციის მეთოდები - ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარი იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსი ნინო გუგუშვილი. ტელეფონით გვერთვებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორი ბიძინა ჯიბლაძე.

23 ივლ 2018

26-29 აგვისტოს აჭარა ლიტერატურულ ფესტივალს „ზე -კართან’ უმასპინძლებს.ფესტივალი 2013 წელს დაფუძნდა და მასში საქართველოს არაერთმა ცნობილმა თუ დამწყებმა პოეტმა და პროზაიკოსმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალის მთავარი მასპინძელი შუახევის მუნიციპალიტეტია , თუმცა ღონისძიებების ნაწილი ხულოსა და ქედაში იმართება. როგორ მიმდინარეობს ფესტივალისთვის მზადება -ამაზე დღევანდელი, 23 ივლისის გადაცემაში ვისაუბრეთ. სტუდიაში იყვნენ ლიტერატურული ფესტივალის „ზე-კართან“ დამფუძნებელი და დირექტორი ვახტანგ ბერიძე და ევროპის კულტურის პარლამენტის წევრი, ფესტივალის მარკეტინგისა და პიარის მენეჯერი ნათია სირაბიძე.

22 ივლ 2018