სახელოვნებო განათლება

#კონტაქტი

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის ახალშექმნილმა კულტურის კომიტეტმა აჭარის რეგიონში გასვლითი სხდომები გამართა.

აღნიშნული სხდომების თემები სახელოვნებო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და სისტემური რეფორმების საკითხებს მოიცავდა .

დღევანდელი, 24 მაისის "კონტაქტი" სახელოვნებო განათლებას დაეთმო. 'კონტაქტის" სტუდიის სტუმრებთან ერთად ვისაუბრეთ ამ სფეროში არსებულ რეალობასა და გამოწვევებზე და ასევე მოლოდინებზე. დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობდნენ ნინო ჩაიძე - ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის დირექტორი, ირმა მსხალაძე- ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლის დირექტორი და ვახტანგ ბერიძე-აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის დირექტორი

პირდაპირ ეთერში ტელეფონით გვერთვებოდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი თამარ გუდავა

გადაცემის არქივი

#კონტაქტი ტრადიციულად ყოველ ოთხშაბათს სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტორებულ თემებზე ვსაუბრობთ. დღეს მსოფლიოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ცილოვანი პროდუქტების წარმოების გადიდებისა და ადამიანთა სრულფასოვანი კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის საკითხს. ამ პრობლემის რეალიზაციაში თავისი წვლილი შეაქვს მეთევზეობას. ჩვენს ქვეყანას აქვს მეთევზეობის განვითარების საუკეთესო პირობები, ამის მიუხედავად თევზსაშენი მეურნეობების საქმიანობა არასტაბილურია . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვეპროგრამის „აგრო-სექტორის განვითარების საჭიროებათა კვლევები და სტრატეგიის“ ფარგლებში აჭარის რეგიონში თევზსაშენი მეურნეობების განვითარების სტრატეგია შეიმუშავა. რა შეიცვალა აღნიშნული სტრატეგიით და რა გამოწვევების წინაშე არიან მეთევზე-ფერმერები -ამ თემაზე „კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ ხელმძღვანელი სოფო დიასამიძე.

12 თებ 2019

დღევანდელი ,27 დეკემბრის გადაცემის თემა იყო ბათუმის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს საქმიანობა და მომავალი წლის გამოწვევები. „კონტაქტის“ სტუდიაში იყვნენ ბათუმის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაცია ‘’სენი“-ს აჭარის რეგიონის კოორდინატორი, ეკოლოგიის ექსპერტი კახაბერ გუჩმანიძე და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე, ლოჯისტიკის ასოციაციის თავმჯდომარე, ისო-სერთიფიცირების საერთაშორისო ექსპერტი, ,ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენელი აჭარის რეგიონში თამაზ თურმანიძე.

26 დეკ 2018

ყოველ ოთხშაბათს გადაცემაში იმ თემებზე ვსაუბრობთ, რომელიც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საკითხებზეა ორიენტირებული. საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების ხელშეკრულების თანახმად საქართველომ აიღო ვალდებულება ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებას ,ევროკავშირის რეგულაციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. აღნიშნული ვალდებულების შესრულებაში მთავარი დონორი ევროკავშირია, ხოლო ინსტრუმენტი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა -ენპარდი, რომლის მესამე ფაზა იწყება. 'კონტაქტის' სტუდიის სტუმარი იყო ენპარდ-პროექტის აჭარის კომპონენტის კოორდინატორი ვახტანგ კონცელიძე.

25 დეკ 2018

გადაცემის პირველი ნაწილი დაეთმო ღონისძიებას „ბათუმური ეზო“ ,რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და აჭარის განათლების , კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. სტუდიის სტუმარი- აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი სოფო ჭანიშვილი . სატელეფონო ჩართვა - ბათუმური ეზოს რეჟისორო ოთარ ქათამაძე. „კონტაქტის“ მეორე ნაწილი დაეტმო კი სახალხო დღესასწაულს „შემოდგომა ქედაში „ რომელიც 30 სექტემბერს გაიმართება. სატელეფონო ჩართვა-ქედის მუნიციპალიტეტის განათლების , კულტურის , სპორტის ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია

27 სექ 2018

რეგიონში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების კულტურული თავისებურებების წარმოჩენა - პოპულარიზაციას და თანამედროვე სოციუმში სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების უფრო მეტ ინტეგრაციას ისახავს მიზნად პროექტი „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“ , რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. დღევანდელ გადაცემაში ამ პროექტის მნიშვნელობაზე და მოსალოდნელ შედეგებზე ვისაუბრეთ . ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ პროექტის დირექტორი ქეთი ადეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ თავმჯდომარე ასლან ჭანიძე და ბათუმში სომხური სათვისტომოს პრესმდივანი არტურ ოგანესიანი.

19 სექ 2018