ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები

#კონტაქტი

ტრადიციულად ყოველ სამშაბათს „კონტაქტი“ სამედიცინო თემას ეთმობა

ჯანმრთელობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა განიხილება, როგორც სახელმწიფო ვალდებულებათა სისტემა, რომლის მიზანი ადამიანის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა, დაავადებათა პრევენცია, მათი გავრცელების შესწავლა, კონტროლი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა.

კოვიდ-პანდემიამ , რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, ცხადყო თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისადმი მზადყოფნა, დროული რეაგირება და დაავადების პრევენცია.

დღევანდელი, 23 თებერვლის გადაცემა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებს დაეთმო , რომელთა მიზანი გადამდები და არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირებაა.

„კონტაქტის „სტუმარი იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსი ნინო გუგუშვილი.

გადაცემის არქივი

ტრადიციულად ყოველ პარასკევს „კონტაქტი“ იმ თემებს ეთმობა, რომლებიც ტურიზმის განვითარებაზე ან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული. გუშინ, 18 აპრილს ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით II საერთაშორისო სემინარი გაიმართა თემაზე- ,,შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეალური მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები“ სემინარში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან. დღევანდელი გადაცემა ამ ღონისძიების მთავარ აქცენტებს დაეთმო. "კონტაქტის" სტუდიის სტუმრები იყვნენ ემზარ კახიძე -აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გონიო -აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის მეცნიერ- თანამშრომელი, ასოცირებული პროფესორი და კახა ქამადაძე- აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გონიო -აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის მეცნიერ- თანამშრომელი, არქეოლოგიის დოქტორი

18 აპრ 2019

#კონტაქტი დღეს "კონტაქტი" ძალიან ემოციურ და აქტუალურ თემას დაეთმო. ჩვენი ფოკლორული საგანძურის გადარჩენის საქმეში შეტანილ უდავოდ დიდ წვლილს-. მის შედეგს უფრო თვალნათლივ შევიგრძნობთ კონცერტზე „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“, რომელიც დღეს ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება. დღეს ბათუმის დრამატულ თეატრში ასევე შედგება პრეზენტაცია წიგნისა „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“. პიტერ გოლდმა მე-19 საუკუნეში ინეგოლში გადასახლებული ქართველებისაგან ჩაიწერა მათი ტრადიციული მუსიკა 1968 წელს . ახალგაზრდა ქართველ ეთნომუსიკოლოგებს ამ მოვლენიდან 50 წლის შემდეგ, მიეცათ საშუალება გაევლოთ პიტერ გოლდის ნაკვალევზე, მოეძიებინათ ახალი მასალა და ძველი და ახალი ჩანაწერებით ეჩვენებინათ ინეგოლის ქართველების ტრადიციული მუსიკის წარსული და თანამედროვე მუსიკალური ყოფა. 'კონტაქტის"სტუდიის სტუმრები იყვნენ ფონდ "ქართული გალობის" წარმომადგენელი,ლოტბარი გიორგი ჯოლბორდი და ნურულლაჰ ილდირიმი (გიორგი მესხიძე), ინეგოლის ანსამბლ "რირაშის" წევრი.

16 აპრ 2019

ტრადიციულად ყოველ ორშაბათს „კონტაქტი“ პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებს, გამოწვევებს და პრობლემებს ეთმობა. 8-დან 19 აპრილის ჩათვლით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია გამოაცხადა. რეგისტრაცია მიმდინარეობს საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო დაწესებილებებში. დღევანდელ გადაცემაში იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ვისაუბრეთ , რომელზეც მიღება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოაცხადა კონტაქტის სტუდიის სტუმარი იყო ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორი მადონა მიქელაძე

14 აპრ 2019

ტრადიციულად ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებაზე ორიენტირებულ თემებს ეთმობა. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ პროექტზე „ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“ "კონტაქტის" სტუდიის სტუმრები იყვნენ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტის - "ქედა ლიდერი" ხელმძღვანელი ნინო გაფრინდაშვილი დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლორთქიფანიძე ტელეფონით გვერთვებოდა ორგანული აქვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ გამგეობის თავმჯდომარე სოფო დიასამიძე.

09 აპრ 2019

ყოველ სამშაბათს „კონტაქტი“ ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე გამოწვევებს ეთმობა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გაეროს ბავშთა ფონდისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციის - სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დახმარებითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აჭარაში მიმდინარეობს შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და სტატუსის განსაზღვრის ახალი მეთოდოლოგიისა და სისტემის პილოტირების განხორციელება. ამ თემას დაეთმო დღევანდელი გადაცემა. "კონტაქტის" სტუდიის სტუმარი იყო ბათუმის ნომერ პირველი პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილე, პილოტირების პროგრამის კოორდინატორი მანანა ზოიძე. ტელეფონით პირდაპირ ეთერში გვერთვებოდნენ გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი ქეთევან მელიქაძე და "კონტაქტიშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის კონსულტანტი თომა კაკაბაძე .

08 აპრ 2019