სოფელ ქობულეთში ნეოლითური ხანის ნამოსახლარზე აღმოჩენილი არტეფაქტები და საინტერესო კვლევები

სოფელ ქობულეთში ნეოლითური ხანის ნამოსახლარზე აღმოჩენილი არტეფაქტები და საინტერესო კვლევები

ალბათ, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის კულტურული მემკვიდრეობა უდიდესი სიმდიდრეა, რაც უფრო მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი იქნება, მით უკეთესი.
არქეოლოგიური თვალსაზრისით აჭარა მეტად საინტერესო რეგიონია . მის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნივთიერი კულტურის ძეგლები სხცადასხვა ეპოქის შესახებ მნიშვნელოვან ისტორიულ ცნობებს შეიცავს და იმაზეც მიგვანიშნებს, რომ წარსული ჯერ კიდევ უამრავ საიდუმლოს ინახავს.
სოფელ ქობულეთში- ნეოლითური ხანის ნამოსახლარზე მიმდინარე წლის ზაფხულში განხორციელებული საველე-სამეცნიერო სამუშაოები საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. დღევანდელ გადაცემაში ახალ აღმოჩენებზე და არტეფაქტების შესწავლის შედეგად გაკეთებულ საინტერესო დასკვნებზე ვისაუბრეთ. "კონტაქტის" სტუდიის სტუმარი იყო აჭარის მუზეუმის მეცნიერ - მუშაკი, არქეოლოგი გურამ ჩხატარაშვილი.

გადაცემის არქივი

დღევანდელი ,27 დეკემბრის გადაცემის თემა იყო ბათუმის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს საქმიანობა და მომავალი წლის გამოწვევები. „კონტაქტის“ სტუდიაში იყვნენ ბათუმის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაცია ‘’სენი“-ს აჭარის რეგიონის კოორდინატორი, ეკოლოგიის ექსპერტი კახაბერ გუჩმანიძე და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე, ლოჯისტიკის ასოციაციის თავმჯდომარე, ისო-სერთიფიცირების საერთაშორისო ექსპერტი, ,ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენელი აჭარის რეგიონში თამაზ თურმანიძე.

26 დეკ 2018

ყოველ ოთხშაბათს გადაცემაში იმ თემებზე ვსაუბრობთ, რომელიც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საკითხებზეა ორიენტირებული. საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების ხელშეკრულების თანახმად საქართველომ აიღო ვალდებულება ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებას ,ევროკავშირის რეგულაციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. აღნიშნული ვალდებულების შესრულებაში მთავარი დონორი ევროკავშირია, ხოლო ინსტრუმენტი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა -ენპარდი, რომლის მესამე ფაზა იწყება. 'კონტაქტის' სტუდიის სტუმარი იყო ენპარდ-პროექტის აჭარის კომპონენტის კოორდინატორი ვახტანგ კონცელიძე.

25 დეკ 2018

გადაცემის პირველი ნაწილი დაეთმო ღონისძიებას „ბათუმური ეზო“ ,რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და აჭარის განათლების , კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. სტუდიის სტუმარი- აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი სოფო ჭანიშვილი . სატელეფონო ჩართვა - ბათუმური ეზოს რეჟისორო ოთარ ქათამაძე. „კონტაქტის“ მეორე ნაწილი დაეტმო კი სახალხო დღესასწაულს „შემოდგომა ქედაში „ რომელიც 30 სექტემბერს გაიმართება. სატელეფონო ჩართვა-ქედის მუნიციპალიტეტის განათლების , კულტურის , სპორტის ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია

27 სექ 2018

რეგიონში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების კულტურული თავისებურებების წარმოჩენა - პოპულარიზაციას და თანამედროვე სოციუმში სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების უფრო მეტ ინტეგრაციას ისახავს მიზნად პროექტი „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“ , რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. დღევანდელ გადაცემაში ამ პროექტის მნიშვნელობაზე და მოსალოდნელ შედეგებზე ვისაუბრეთ . ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ პროექტის დირექტორი ქეთი ადეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ თავმჯდომარე ასლან ჭანიძე და ბათუმში სომხური სათვისტომოს პრესმდივანი არტურ ოგანესიანი.

19 სექ 2018

ყოველ ოთხშაბათს 'კონტაქტი' სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებას ეთმობა. დღევანდელი გადაცემის თემა იყო აზიური ფაროსანა, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა და სწორედ მსოფლიო პრაქტიკამ ცხადყო , რომ მავნებლის სრული მოსპობა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მისი კონტროლი და მართვა. გადაცემის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე მამუკა თურმანიძე . ტელეფონით პირდაპირ ეთერში ჩაგვერთო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი მახარაძე და გელა ბერიძე- დაბა ჩაქვის მკვიდრი

18 სექ 2018