შენი იდეა ბათუმს

დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტზე „ შენი იდეა ბათუმს", პროექტი ხორციელდება ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI ) მხარდაჭერით. პროექტის მორიგ ეტაპზე ახალი იდეები მოქალაქეებმა ოქტომბერში დაარეგისტრირეს. ხმის მიცემის ეტაპზე 6 იდეა გადავიდა და ახლა ეს იდეები მხარდაჭერის მოლოდინშია, ხმის მიცემის პროცესი 21 დეკემბრამდე გაგრძელდება.
იდეების შესახებ უფრო დეტალურად იდეის ავტორებთან ერთად ვისაუბრეთ. "კონტაქტის" სტუდიის სტუმრები იყვნენ პაატა ურიადმყოფელი ( ქართული ჭიდაობის მოედნის მოწყობა) ნიკოლოზ კიკვაძე (ქუჩის კალათბურთი) ნინო ბასილაძე (Batumi Dots- ონლაინ თამაში) სატელეფონო ჩართვა-თემურ დიასამიძე (ელექტრონული შთაბეჭდილებათა წიგნი) ნათია გაგაძე (ძაღლების პარკის იდეის სინიციატივო ჯგუფის წევრი) გაბრიელ ღვინიანიძე და სოფო ქამადაძე (ჭარტი-მოხატული ლუქები)

გადაცემის არქივი

დღევანდელი ,27 დეკემბრის გადაცემის თემა იყო ბათუმის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს საქმიანობა და მომავალი წლის გამოწვევები. „კონტაქტის“ სტუდიაში იყვნენ ბათუმის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაცია ‘’სენი“-ს აჭარის რეგიონის კოორდინატორი, ეკოლოგიის ექსპერტი კახაბერ გუჩმანიძე და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე, ლოჯისტიკის ასოციაციის თავმჯდომარე, ისო-სერთიფიცირების საერთაშორისო ექსპერტი, ,ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენელი აჭარის რეგიონში თამაზ თურმანიძე.

26 დეკ 2018

ყოველ ოთხშაბათს გადაცემაში იმ თემებზე ვსაუბრობთ, რომელიც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საკითხებზეა ორიენტირებული. საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების ხელშეკრულების თანახმად საქართველომ აიღო ვალდებულება ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებას ,ევროკავშირის რეგულაციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. აღნიშნული ვალდებულების შესრულებაში მთავარი დონორი ევროკავშირია, ხოლო ინსტრუმენტი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა -ენპარდი, რომლის მესამე ფაზა იწყება. 'კონტაქტის' სტუდიის სტუმარი იყო ენპარდ-პროექტის აჭარის კომპონენტის კოორდინატორი ვახტანგ კონცელიძე.

25 დეკ 2018

გადაცემის პირველი ნაწილი დაეთმო ღონისძიებას „ბათუმური ეზო“ ,რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და აჭარის განათლების , კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. სტუდიის სტუმარი- აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი სოფო ჭანიშვილი . სატელეფონო ჩართვა - ბათუმური ეზოს რეჟისორო ოთარ ქათამაძე. „კონტაქტის“ მეორე ნაწილი დაეტმო კი სახალხო დღესასწაულს „შემოდგომა ქედაში „ რომელიც 30 სექტემბერს გაიმართება. სატელეფონო ჩართვა-ქედის მუნიციპალიტეტის განათლების , კულტურის , სპორტის ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია

27 სექ 2018

რეგიონში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების კულტურული თავისებურებების წარმოჩენა - პოპულარიზაციას და თანამედროვე სოციუმში სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების უფრო მეტ ინტეგრაციას ისახავს მიზნად პროექტი „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“ , რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. დღევანდელ გადაცემაში ამ პროექტის მნიშვნელობაზე და მოსალოდნელ შედეგებზე ვისაუბრეთ . ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ პროექტის დირექტორი ქეთი ადეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ თავმჯდომარე ასლან ჭანიძე და ბათუმში სომხური სათვისტომოს პრესმდივანი არტურ ოგანესიანი.

19 სექ 2018

ყოველ ოთხშაბათს 'კონტაქტი' სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებას ეთმობა. დღევანდელი გადაცემის თემა იყო აზიური ფაროსანა, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა და სწორედ მსოფლიო პრაქტიკამ ცხადყო , რომ მავნებლის სრული მოსპობა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მისი კონტროლი და მართვა. გადაცემის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე მამუკა თურმანიძე . ტელეფონით პირდაპირ ეთერში ჩაგვერთო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი მახარაძე და გელა ბერიძე- დაბა ჩაქვის მკვიდრი

18 სექ 2018