ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ იმ პროექტებს ეთმობა, რომლებსაც სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორი საზოგადოების კეთილდღეობისა და ცნობიერების ასამაღლებლად ახორციელებს. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ საგანმანათლებლო პროექტზე „პროფკავშირების სკოლა“. პროფკავშირული განათლების აღორძინების ისტორია 1963 წელს ავსტრიიდან დაიწყო. 2016 წელს ავსტრიისა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებების თანამშრომლობით და ავსტრიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით პროფკავშირულმა სკოლებმა თბილისში დაიწყო ფუნქციონირება. ცოტა ხნის წინ კი მსმენელების პირველი ნაკადი მიიღო პროფკავშირების ბათუმის სკოლამ . „კონტაქტის" სტუდიის სტუმრები იყვნენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელი და ბათუმის პროფკავშირული სკოლის კოორდინატორი გენო თებიძე.

გადაცემის არქივი

დღევანდელი ,27 დეკემბრის გადაცემის თემა იყო ბათუმის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს საქმიანობა და მომავალი წლის გამოწვევები. „კონტაქტის“ სტუდიაში იყვნენ ბათუმის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაცია ‘’სენი“-ს აჭარის რეგიონის კოორდინატორი, ეკოლოგიის ექსპერტი კახაბერ გუჩმანიძე და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე, ლოჯისტიკის ასოციაციის თავმჯდომარე, ისო-სერთიფიცირების საერთაშორისო ექსპერტი, ,ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენელი აჭარის რეგიონში თამაზ თურმანიძე.

26 დეკ 2018

ყოველ ოთხშაბათს გადაცემაში იმ თემებზე ვსაუბრობთ, რომელიც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საკითხებზეა ორიენტირებული. საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების ხელშეკრულების თანახმად საქართველომ აიღო ვალდებულება ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებას ,ევროკავშირის რეგულაციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. აღნიშნული ვალდებულების შესრულებაში მთავარი დონორი ევროკავშირია, ხოლო ინსტრუმენტი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა -ენპარდი, რომლის მესამე ფაზა იწყება. 'კონტაქტის' სტუდიის სტუმარი იყო ენპარდ-პროექტის აჭარის კომპონენტის კოორდინატორი ვახტანგ კონცელიძე.

25 დეკ 2018

გადაცემის პირველი ნაწილი დაეთმო ღონისძიებას „ბათუმური ეზო“ ,რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და აჭარის განათლების , კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. სტუდიის სტუმარი- აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი სოფო ჭანიშვილი . სატელეფონო ჩართვა - ბათუმური ეზოს რეჟისორო ოთარ ქათამაძე. „კონტაქტის“ მეორე ნაწილი დაეტმო კი სახალხო დღესასწაულს „შემოდგომა ქედაში „ რომელიც 30 სექტემბერს გაიმართება. სატელეფონო ჩართვა-ქედის მუნიციპალიტეტის განათლების , კულტურის , სპორტის ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია

27 სექ 2018

რეგიონში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების კულტურული თავისებურებების წარმოჩენა - პოპულარიზაციას და თანამედროვე სოციუმში სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების უფრო მეტ ინტეგრაციას ისახავს მიზნად პროექტი „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“ , რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. დღევანდელ გადაცემაში ამ პროექტის მნიშვნელობაზე და მოსალოდნელ შედეგებზე ვისაუბრეთ . ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ პროექტის დირექტორი ქეთი ადეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ თავმჯდომარე ასლან ჭანიძე და ბათუმში სომხური სათვისტომოს პრესმდივანი არტურ ოგანესიანი.

19 სექ 2018

ყოველ ოთხშაბათს 'კონტაქტი' სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებას ეთმობა. დღევანდელი გადაცემის თემა იყო აზიური ფაროსანა, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა და სწორედ მსოფლიო პრაქტიკამ ცხადყო , რომ მავნებლის სრული მოსპობა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მისი კონტროლი და მართვა. გადაცემის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე მამუკა თურმანიძე . ტელეფონით პირდაპირ ეთერში ჩაგვერთო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი მახარაძე და გელა ბერიძე- დაბა ჩაქვის მკვიდრი

18 სექ 2018