თვითმმართველობის მიმართულებით

ახალგაზრდული ორგანიზაცია „ ნაომარი“  რომელიც ღორჯომის თემის 14 სოფლის ახალგაზრდებს აერთიანებს. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს  სოფლებში სპორტული ცხოვრების განვითარებას, დაეხმაროს მოსახლეობას იურიდიული კონსულტაციის მიღებაში, სოფლის  პოპულარიზაციის მიზნით განახორციელოს სხვადასხვა ღონისძიებები. „ნაომარს“ კონსულტაციებს უწევს თავისუფალ ჟურნალისთა სახლი.

სტუმრები: ირაკლი ირემაძე - "ნაომარის" ერთ-ერთი დამფუძნებელი

                   ასლან ჭანიძე - თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძღვანელი

გადაცემის არქივი

სამი დღე დარჩა სტუდენტებს განაცხადისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამით გათვალისწინებული ფინანსების მოსაპოვებლად. პროგრამაში მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები ჩაერთვებიან. კიდევ რა კრიტერიუმები მოქმედებს, მერიის ბიუჯეტიდან რამდენი სტუდენტისთვის არის ფინანსები გამოყოფილი და როგორ აფასებენ პროგრამას ახალგაზრდები ?-ამ და სხვა საკითხებზე ვსაუბრობდით დღეს გადაცემაში „ჩვენ და თვითმმარტველობა“ ჩვენი სტუმარი გახლდათ ხელვაჩაურის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მადონა დავითაძე. პირდაპირ ეთერში თბილისის ჰუმანიტარული მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტი მეგი ჯიბლაძე ჩაერთო.

27 მარ 2018