სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. რა გახდა თავის დროზე პროგრამის გაუქმების მიზეზი, უკავშირდება თუ არა მისი აღდგენა მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და სოფლის მხარდაჭერის პროგრამა არის თუ არა ხელისუფლების მხრიდან თვითმმმართველობებისთვის გვერდის ავლის მცდელობა- სტუმარი სამეცნიერო კავშირ “ინტელექტის“ ხელმძღვანელი ლევან გობაძე.პირდაპირ ეთერში საქართველოს პარლამენტიდან ხულო, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე ჩაერთო.

გადაცემის არქივი

სამი დღე დარჩა სტუდენტებს განაცხადისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამით გათვალისწინებული ფინანსების მოსაპოვებლად. პროგრამაში მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები ჩაერთვებიან. კიდევ რა კრიტერიუმები მოქმედებს, მერიის ბიუჯეტიდან რამდენი სტუდენტისთვის არის ფინანსები გამოყოფილი და როგორ აფასებენ პროგრამას ახალგაზრდები ?-ამ და სხვა საკითხებზე ვსაუბრობდით დღეს გადაცემაში „ჩვენ და თვითმმარტველობა“ ჩვენი სტუმარი გახლდათ ხელვაჩაურის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მადონა დავითაძე. პირდაპირ ეთერში თბილისის ჰუმანიტარული მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტი მეგი ჯიბლაძე ჩაერთო.

27 მარ 2018