ქედელებს შანსი აქვთ თავიანთი ეკონომიკური მდგომარეობა გაიუმჯობესონ. მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა გრანტის მოსაპოვებლად იდეები სოფლის მეურნეობას განათლებას კულტურას სპორტსა და გარემოს დაცვას უნდა დაუკავშირონ. უფრო დაწვრილებით გადაცემაში პროექტის ავტორები: ორგანიზაცია „სენის“ პროექტი „ქედას“ ხელმძღვანელი ნინო გაფრინდაშვილი და დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულეებლის საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლორთქიფანიძე საუბრობენ. პირდაპირ ეთერში ქედის მერი ლევან გორგილაძე ჩაერთო.

გადაცემის არქივი

სამი დღე დარჩა სტუდენტებს განაცხადისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამით გათვალისწინებული ფინანსების მოსაპოვებლად. პროგრამაში მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები ჩაერთვებიან. კიდევ რა კრიტერიუმები მოქმედებს, მერიის ბიუჯეტიდან რამდენი სტუდენტისთვის არის ფინანსები გამოყოფილი და როგორ აფასებენ პროგრამას ახალგაზრდები ?-ამ და სხვა საკითხებზე ვსაუბრობდით დღეს გადაცემაში „ჩვენ და თვითმმარტველობა“ ჩვენი სტუმარი გახლდათ ხელვაჩაურის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მადონა დავითაძე. პირდაპირ ეთერში თბილისის ჰუმანიტარული მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტი მეგი ჯიბლაძე ჩაერთო.

27 მარ 2018