რამდენად ხშირია რეგიონის მუნიციპალიტეტებში ბავშვების მიმართ ძალადობის შემთხვევბი და ასეთი ფაქტების გამოვლენის პროცესში რა როლი ეკისრება მერის წარმომადგენელს?- ამ თემაზე „ჩვენ და თვითმმართველობაში“ მახუნცეთის ადმინისტრაციული ერთეულში მერის წარმომადგენელი ლევან ვერძაძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზედა ახალშენსა და ხე ღრუში მერის წარმომადგენელი ირმა თავართქილაძე საუბრობენ. პირდაპირ ეთერში საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო შატბერაშვილი ჩაერთო.

გადაცემის არქივი

სამი დღე დარჩა სტუდენტებს განაცხადისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამით გათვალისწინებული ფინანსების მოსაპოვებლად. პროგრამაში მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები ჩაერთვებიან. კიდევ რა კრიტერიუმები მოქმედებს, მერიის ბიუჯეტიდან რამდენი სტუდენტისთვის არის ფინანსები გამოყოფილი და როგორ აფასებენ პროგრამას ახალგაზრდები ?-ამ და სხვა საკითხებზე ვსაუბრობდით დღეს გადაცემაში „ჩვენ და თვითმმარტველობა“ ჩვენი სტუმარი გახლდათ ხელვაჩაურის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მადონა დავითაძე. პირდაპირ ეთერში თბილისის ჰუმანიტარული მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტი მეგი ჯიბლაძე ჩაერთო.

27 მარ 2018