
ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით - ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა.
რა არის ტყის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მთავარი მიზანი და როგორია დეგრადირებული ტყეების აღდგენის სტრატეგია - რა კონკრეტული ნაბიჯები იგეგმება ამ მიმართულებით, ამ ყველაფერზე გადაცემაში საუბრობს - სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი - კარლო ამირგულაშვილი.