ერთჯერადი პლასტიკის გამოყენებაზე ახალი რეგულაციები უკვე ამოქმედდა

ახალი რეგულაციები საქართველოში ერთჯერადი პლასტიკის გამოყენებაზე უკვე მიღებულია და ეტაპობრივად ამოქმედდება: მაღაზიების დახლებიდან ამოიღებენ პლასტმასის დანებს, ჩანგლებს, და სხვა ერთჯერად ნივთებს, ხოლო მათ ნაცვლად ალტერნატიული, უსაფრთხო მასალისგან დამზადებული პროდუქცია შემოვა. ამ ყველაფერზე გადაცემაში საუბრობს - ლაშა ინაური – ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.

გადაცემის არქივი

ოზონის შრე სტრატოსფეროში მდებარეობს და გვიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან. ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახის უარყოფითმა ფაქტორებმა - იმ ზიანმა, რომელიც ყოველდღიურად ადგება გარემოს, ადამიანის უშუალო ზემოქმედებითა თუ ნელა გაჟონვადი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით, გამოიწვია ამ აირის იმაზე მეტი რაოდენობით დაგროვება, ვიდრე ატმოსფეროს შეუძლია შეიწოვოს. ოზონის მთავარი ფუნქციის შესახებ და რა აზიანებს მას ყველაზე მეტად, გადაცემაში საუბრობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი - ნოე მეგრელიშვილი.

17 თებ 2019