წითელი წიგნი - მისი მნიშვნელობა და დადებითი მხარეები.

რატომ შეიქმნა და რა არის წითელი წიგნი, მისი აუცილებლობა და დაცვა, ამ ყველაფერზე ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი საუბრობს გადაცემაში.

დიდი ხანია, რაც გაჩნდა პრობლემა ადამიანისა და ბუნების ურთიერთობაში, ირღვევა მილიონობით წლების განმავლობაში ურთიერთშეკავშირებული ეკოლოგიური თანაფარდობა, ამიტომაც გარემოს დაცვის თემა უფრო აქტუალური და ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, გლობალური პრობლემა გახდა.

 მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში გაჩნდა იდეა შეექმნათ ისეთი წიგნი, რომელშიც შეტანილი იქნებოდა ბუნების ისეთი ქმნილებები, რომელთაც გაქრობა და გადაშენება ემუქრებოდათ 1949 წელს დაიწყო ინფორმაციის შეგროვება მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი სახეობების შესახებ და 1966 წელს უკვე მზად იყო პირველი გამოცემები ფრინველებისა და ძუძუმწოვრების იშვიათ სახეობებზე. ამ წიგნს ”წითელი წიგნი” უწოდეს.

საქართველოს ”წითელი წიგნი” 1982 წელს გამოიცა. ის იყოფა სამ ნაწილად, მისი I ნაწილი შედგება ცხოველებისაგან, II ნაწილი მცენარეებისაგან, ხოლო III ნაწილი არაორგანული ბუნების ძეგლებისაგან.

გადაცემის არქივი

ოზონის შრე სტრატოსფეროში მდებარეობს და გვიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან. ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახის უარყოფითმა ფაქტორებმა - იმ ზიანმა, რომელიც ყოველდღიურად ადგება გარემოს, ადამიანის უშუალო ზემოქმედებითა თუ ნელა გაჟონვადი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით, გამოიწვია ამ აირის იმაზე მეტი რაოდენობით დაგროვება, ვიდრე ატმოსფეროს შეუძლია შეიწოვოს. ოზონის მთავარი ფუნქციის შესახებ და რა აზიანებს მას ყველაზე მეტად, გადაცემაში საუბრობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი - ნოე მეგრელიშვილი.

17 თებ 2019

შავი ზღვის სამეცნიერო კვლევებზე ვსაუბრობთ დღეს, ასევე იმ ახალ ტექნოლოგიებზე რომლებიც ქართველ სპეციალისტებს თევზის მარაგის რაოდენობის დათლასა და წყლის ფიზიკურ-ქიმიური მდგომარეობის შესწავლას გაუადვილებს ამ ყველაფერზე კი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ბატონი ანდრო ასლანიშვილი საუბრობს. მართალია შავი ზღვა აქტუალური ზაფხულშია, თუმცა დარწმუნებული ვარ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ წლის ნებისმიერ სეზონზე, რეალურად როგორია ზღვის მდგომარეობა, რა ხდება ახლა, მაშინ როდესაც შესაბამისი სამსახური და ეს არის გარემოს ეროვნული სააგენტო, აღიჭურვა ახალი ტექნოლოგიებით, რომლებიც აქტიურ სეზონზე უფრო ზუსტ მონაცემებს მოგვცემს.

27 იან 2019