დარიშხანის შემცვლელი ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიები სრულად მოწესრიგდება.

დარიშხანზე ვსაუბრობ გადაცემაში სტუმართან ერთად, რომელიც ვენიდან გვერთვება, ბირთვული და რადიაციული უსაფრთოების სააგენტოს უფროსი ქალბატონი - ხატია ჯიქურიძე, გადაცემის მიწურულს კი გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის - ოთარ შამუგიას კომენტარს მოვისმენთ აღნიშნულ თემასთან მიმართებაში. ზოგადად დრიშხანი მაღალტოქსიკურობის მქონე ნივთიერებაა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 10 ძირითადი ქიმიური ნივთიერებებიდან  ერთერთი, 

რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას.

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა - მეთევზეობა და ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა. სტუმარი - მეთევზეობისა და ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი არჩილ გუჩმანიძე. აღნიშნული დეპარტამენტი გარემოს ეროვნული სააგენტოს შემადგენლობაშია და ის 2016 წლის ბოლოს ჩამოყალიბდა. როგორც ცნობილია, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება გარემოსდაცვით ნაწილში ბუნებრივი რესურსების მართვას ითვალისწინებს. საერთო ჯამში კი ეს ყველაფერი ეკოლოგიის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. ვნახოთ რა სიახლეები გვაქვს ამ მხრივ, რა სახის კვლევები ხდება და როგორი სიტუაცია გვაქვს დღეისათვის

11 თებ 2018

დღეს ბათუმის ზოოპარკში შექმნილ პრობლემებზე ვისაუბრებთ. გადაცემის სტუმარი კი ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე იქნება. ,,ზოოპარკის ვოლიერები ციხის საკნებივითაა: გისოსებშემორტყმულ მცირე სივრცეში ცხოველები მეტლახზე ცხოვრობენ, ვოლიერების სახურავები კი მათ სივრცეს კიდევ უფრო ავიწროებს. ვერ ხედავდნენ ცას და აქვთ გადაადგილების მინიმალური საშუალება, მსგავმა მოპყრობამ კი მიგვიყვანა არსებულ სიტუაციამდე, აცხადებენ ბათუმის პარკის ადმინისტრაციაში. ვნახოთ რა სიტუაციაა ამ მომენტისთვის ზოოპარკში და რა ცვლილებები იგეგმება სამომავლოდ

04 თებ 2018

პესტიციდი და აგროქიმიკატი, საფრთხე რომელსაც ვერ ვგრძნობთ პესტიციდი და აგროქიმიკატი, ეკოლოგიური დაბინძურება, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი პროდუქტები და ლაბორატორიების არ არსებობა. გადაცემის პირველ ნაწილში - ჩვენი სტუმარია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიომრავალფეროვნებისა და ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი ქეთინო სიხარულიძე. მთვარისა ქობალია სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის მცენარეთა დაცვის მიმართულებით მთავარის სპეციალისტი უპასუხებს ჩვენს კითხვებს. ასევ, სურსათის კვლევის დეპარტამენტის უფროსი მარიამ ღვინჯილია გვიპსასუხებს რამდენად სწორად ხდება ლაბორატორიაში კვლევები და აქვთ თუ არა საერთოდ შესაბამის ხელსაწყოები ზუსტი ნორმების განსაზღვრისთვის.

17 დეკ 2017

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წაბლის უნიკალურ ხეებს ენდოტიოზი, იგივე წაბლის კიბო ანადგურებს. დაავადების გავრცელებას ხელი შეუწყო ლიცენზიანტების დაუდევრობამ და კონტროლის შესუსტებამაც შეუწყო, რის გამოც საქართველოს წაბლის დიდი ნაწლი განადგურდა. რა ზარალს აყენებს წაბლის კიბო ტყეებსა და ეკონომიკას და სად არის გამოსავალი? ,,ეკოსამყაროს“ ეთერში სატელეფონო ხაზზეა ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქალბატონი ნათია იორდანიშვილი. გადაცემის მეორე ნაწილში შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით - ვასილ გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, პროფესორ ბიძინა თავაძეს მოვუსმენთ.

11 ნოე 2017

4 დეკემბერი - „6 მაისის“ პარკში არსებული ტბის პრობლემები გასულ წელს, ბათუმის ცენტრალურ პარკში, თანამშრომლებმა ტბის რეგულარული წმენდის დროს, წყალმცენარეების რაოდენობის ინტენსიური მატება შენიშნეს. დღის განმავლობაში კი ტბის ზედაპირი სქელი მასით დაიფარა. მეთევზეები, რომლებიც ტბაზე ამ დრომდე თევზაობენ აღნიშნულის შესახებ გააფრთხილეს, თუმცა ისინი არ წყვეტენ თევზაობას. რა ზომები მიიღო წყლის გაწმენდის მხრივ პარკის ადმინისტრაციამ და როგორი მდგომარეობაა ამ დროისათვის ტბაზე, თემაზე მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ისაუბრებს.

11 აპრ 2017