გასული წლის კლიმატის მეტეოროლოგიური შეფასება.

გადაცემა ეკოსამყარო აახლებს გადაცემებს, გილოცავთ ყველა დღესასწაულს ერთად და გისურვებთ გამორჩეულ, წარმატებულ წელს.

2024 წელს მსოფლიოს ბევრი ქვეყნისგან განსვავებით საქარtველოში არ გვქონია ისეთი გამორჩეული სტიქიური პროცესები, რაც ძალიან დიდ ზიანს მიაყენებდა ჩვენს ეკოლოგიას, იყო რათქმაუნდა ლოკალურად სხვადასხვა კატაკლიზმები, მაგრამ არა ფართო არეალზე. მეტ-ნაკლებად, როგორც ბოლო წლებში ხდება სახეზე გვქონდა სეზონების გახანგძლივება, განსაკუთრებით გარდამავავალ პერიოდებში. ნალექის ექსტრემალური რაოდენობაც მოვიდა ზაფხულში დღე-ღამის განმავლობაში 150 მილიმეტრთან ახლოს. ტემპერატურის მხრივ გასულ წელს რეკორდი არ მოხსნილა და ასე თუ ისე ნორმასთან ახლოს იყო მინიმალური და მაქსიმალური ტემპერატურა.

მომდევნო კვირიდან, მე კობა ფარტენაძე- გადაცემა ეკოლოსამყაროს ავტორი და წამყვანი, სხვადასხვა საინტერესო თემებს შემოგთავაზებთ, ძალიან მინდა ეს თემები იყოს ძირითადად პოზიტიურ სიახლეებზე და არა სტიქიურ პროცესებზე.

ერთად გილოცავთ ყველა განვლილ დღესასწაულს! 

გადაცემის არქივი

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წაბლის უნიკალურ ხეებს ენდოტიოზი, იგივე წაბლის კიბო ანადგურებს. დაავადების გავრცელებას ხელი შეუწყო ლიცენზიანტების დაუდევრობამ და კონტროლის შესუსტებამაც შეუწყო, რის გამოც საქართველოს წაბლის დიდი ნაწლი განადგურდა. რა ზარალს აყენებს წაბლის კიბო ტყეებსა და ეკონომიკას და სად არის გამოსავალი? ,,ეკოსამყაროს“ ეთერში სატელეფონო ხაზზეა ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქალბატონი ნათია იორდანიშვილი. გადაცემის მეორე ნაწილში შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით - ვასილ გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, პროფესორ ბიძინა თავაძეს მოვუსმენთ.

11 ნოე 2017

4 დეკემბერი - „6 მაისის“ პარკში არსებული ტბის პრობლემები გასულ წელს, ბათუმის ცენტრალურ პარკში, თანამშრომლებმა ტბის რეგულარული წმენდის დროს, წყალმცენარეების რაოდენობის ინტენსიური მატება შენიშნეს. დღის განმავლობაში კი ტბის ზედაპირი სქელი მასით დაიფარა. მეთევზეები, რომლებიც ტბაზე ამ დრომდე თევზაობენ აღნიშნულის შესახებ გააფრთხილეს, თუმცა ისინი არ წყვეტენ თევზაობას. რა ზომები მიიღო წყლის გაწმენდის მხრივ პარკის ადმინისტრაციამ და როგორი მდგომარეობაა ამ დროისათვის ტბაზე, თემაზე მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ისაუბრებს.

11 აპრ 2017