წინასაახალწლო რეგულაციები ნაძვის ხეებზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს. წიწვოვნების უკანონოდ მოპოვებაზე ჯარიმა იზრდება, თუმცა მისი მოყვანა შეგიძლიათ - სანერგეებში, პლანტაციებში და საკარმიდამო ნაკვეთებში.

ეროვნული სატყეო სააგენტოს დევიზი წელსაც უცვლელია ,,მადლობა რომ არ ჭრი ნაძვს“ ახალი რეგულაციებისა და  კამპანიის შესახებ დასმულ კითხვებზე მპასუხობს - ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა აღდგენის სამსახურის უფროსი - გიორგი ხაბეიშვილი.

გადაცემის არქივი

ოზონის შრე სტრატოსფეროში მდებარეობს და გვიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან. ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახის უარყოფითმა ფაქტორებმა - იმ ზიანმა, რომელიც ყოველდღიურად ადგება გარემოს, ადამიანის უშუალო ზემოქმედებითა თუ ნელა გაჟონვადი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით, გამოიწვია ამ აირის იმაზე მეტი რაოდენობით დაგროვება, ვიდრე ატმოსფეროს შეუძლია შეიწოვოს. ოზონის მთავარი ფუნქციის შესახებ და რა აზიანებს მას ყველაზე მეტად, გადაცემაში საუბრობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი - ნოე მეგრელიშვილი.

17 თებ 2019