რა პრობლემის წინაშეა ზღვის ეკოსამყარო.

შავი ზღვა საქართველოს კარიბჭეა მსოფლიო ოკეანეების წყლებში, მას ძალიან ძალიან დიდი გავლენა აქვს საქართველოს ეკოსისტემებზე. ამოდენა რეზერვუარში მცირე ცვლილებამაც კი, ხშირად, კატასტროფული შედეგები შეიძლება იქონიოს. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ფარგლებში შემავალი შავი ზღვის ნაწილის დეტალური კვლევაწყლის ხარისხის, ეკოლოგიის, სანაპირო ზოლზე მიმდინარე პროცესებისა და სხვა. გლობალური დათბობის შედეგად კლიმატი იცვლება მსოფლიოში, მდინარეებიდან დაბინძურებული მასალების ინტენსიური ჩადინება ხდება ზღვაში, რასაც ემატება სანაპირო ზოლის დანაგვიანება და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორი, რომლებიც ბუნებრივია ზღვის წყლის მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს, გასულ წელს ამ ყველაფერს დაემატა უკრაინაში კახოვკის კაშხლის კატასტროფა, რომელმაც მნიშვნელოვნად დააბინძურა ზღვის წყალი  მიმდებარე რეგიონებში.

რა მდგომარეობაშია ამჟამად შავი ზღვა, მისი საინტერესო თვისებების შესახებ და ასევე ყველაზე მეტად რა პრობლემის წინაშეა ზღვის ეკოსამყარო, კითხვებზე მპასუხობს, შავი ზღვის მკვლევარი, ეკოლოგი - კახა გუჩმანიძე

 

გადაცემის არქივი

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წაბლის უნიკალურ ხეებს ენდოტიოზი, იგივე წაბლის კიბო ანადგურებს. დაავადების გავრცელებას ხელი შეუწყო ლიცენზიანტების დაუდევრობამ და კონტროლის შესუსტებამაც შეუწყო, რის გამოც საქართველოს წაბლის დიდი ნაწლი განადგურდა. რა ზარალს აყენებს წაბლის კიბო ტყეებსა და ეკონომიკას და სად არის გამოსავალი? ,,ეკოსამყაროს“ ეთერში სატელეფონო ხაზზეა ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქალბატონი ნათია იორდანიშვილი. გადაცემის მეორე ნაწილში შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით - ვასილ გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, პროფესორ ბიძინა თავაძეს მოვუსმენთ.

11 ნოე 2017

4 დეკემბერი - „6 მაისის“ პარკში არსებული ტბის პრობლემები გასულ წელს, ბათუმის ცენტრალურ პარკში, თანამშრომლებმა ტბის რეგულარული წმენდის დროს, წყალმცენარეების რაოდენობის ინტენსიური მატება შენიშნეს. დღის განმავლობაში კი ტბის ზედაპირი სქელი მასით დაიფარა. მეთევზეები, რომლებიც ტბაზე ამ დრომდე თევზაობენ აღნიშნულის შესახებ გააფრთხილეს, თუმცა ისინი არ წყვეტენ თევზაობას. რა ზომები მიიღო წყლის გაწმენდის მხრივ პარკის ადმინისტრაციამ და როგორი მდგომარეობაა ამ დროისათვის ტბაზე, თემაზე მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ისაუბრებს.

11 აპრ 2017