ტყის მდგრადი მართვა აჭარაში

გადაცემაში ვსაუბრობ პროექტის შესახებ „ტყის მდგრადი მართვა აჭარაში“, რომელიც მხარს უჭერს აჭარის სატყეო სააგენტოს ტრანსფორმაციას ორგანიზაციად, რომელსაც აქვს ტექნიკური და ადამიანური შესაძლებლობები აჭარის ტყეების მდგრადი მართვისთვის. პროექტს ახორციელებს აჭარის სატყეო სააგენტო და თანადაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ.

პროექტის მიზნებია AFA-ს გარდაქმნა ორგანიზაციად, რომელსაც შეუძლია განახორციელოს ტყის მართვის ფუნქციების სრული სპექტრი და მდგრადად მართოს თავის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ტყეები.

პროექტის სამომავლო გეგმებზე  გადაცემაში საუბრობს  - ,,ტყის მდგრადი მართვა აჭარაში, ეროვნული კოორდინატორი ვახო წულაძე.

გადაცემის არქივი

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წაბლის უნიკალურ ხეებს ენდოტიოზი, იგივე წაბლის კიბო ანადგურებს. დაავადების გავრცელებას ხელი შეუწყო ლიცენზიანტების დაუდევრობამ და კონტროლის შესუსტებამაც შეუწყო, რის გამოც საქართველოს წაბლის დიდი ნაწლი განადგურდა. რა ზარალს აყენებს წაბლის კიბო ტყეებსა და ეკონომიკას და სად არის გამოსავალი? ,,ეკოსამყაროს“ ეთერში სატელეფონო ხაზზეა ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქალბატონი ნათია იორდანიშვილი. გადაცემის მეორე ნაწილში შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით - ვასილ გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, პროფესორ ბიძინა თავაძეს მოვუსმენთ.

11 ნოე 2017

4 დეკემბერი - „6 მაისის“ პარკში არსებული ტბის პრობლემები გასულ წელს, ბათუმის ცენტრალურ პარკში, თანამშრომლებმა ტბის რეგულარული წმენდის დროს, წყალმცენარეების რაოდენობის ინტენსიური მატება შენიშნეს. დღის განმავლობაში კი ტბის ზედაპირი სქელი მასით დაიფარა. მეთევზეები, რომლებიც ტბაზე ამ დრომდე თევზაობენ აღნიშნულის შესახებ გააფრთხილეს, თუმცა ისინი არ წყვეტენ თევზაობას. რა ზომები მიიღო წყლის გაწმენდის მხრივ პარკის ადმინისტრაციამ და როგორი მდგომარეობაა ამ დროისათვის ტბაზე, თემაზე მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ისაუბრებს.

11 აპრ 2017